მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სილამაზის ბრენდი Sol de Janeiro ოფიციალურად საქართველოშია. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში Venora Maison გახდა, ხოლო Sol de Janeiro-ს პროდუქცია ჯიპისის სააფთიაქო ქსელში იქნება წარმოდგენილი.
ქუჩის ფეხბურთის, სამბის, კარნავალის, მზით გახურებული სანაპიროებისა და სიმღერასავით ჟღერადი ენის სამშობლოში დაიბადა იდეა, რომელიც ბრაზილიის ენერგიას, სითბოსა და ცხოვრების სიყვარულს მთელ მსოფლიოში გაავრცელებდა. ასე შეიქმნა Sol de Janeiro – ბრენდი, რომელმაც ბრაზილიური ზაფხული არა მხოლოდ სეზონად, არამედ განწყობად აქცია.
მისი სახელწოდებაც ამ იდეას გამოხატავს – Sol de Janeiro პორტუგალიურად „იანვრის მზეს“ ნიშნავს. მაშინ, როდესაც მსოფლიოს დიდ ნაწილში იანვარი ცივ და მოღრუბლულ დღეებთან ასოცირდება, ბრაზილიაში ზაფხულია – მზიანი, თავისუფალი და სიცოცხლით სავსე. სწორედ ამ სითბოსა და ხალისის გაზიარება იქცა ბრენდის მთავარ შთაგონებად.
ბრენდმა ბრაზილიური სანაპიროების კულტურა, სხეულის სიყვარული და თავდაჯერებულობა ფერად შეფუთვებში მოაქცია, დაუვიწყარი არომატები დაუმატა და სხეულის მოვლის ყოველდღიური პროცესი ნამდვილ დღესასწაულად გარდაქმნა.

ფილოსოფია მარტივ, თუმცა მნიშვნელოვან იდეას ეფუძნება: სილამაზე არ არის მკაცრი წესების, ჩარჩოებისა და სხვის მიერ დაწესებული სტანდარტების ერთობლიობა. სილამაზე ინდივიდუალურია – ის თითოეულ ადამიანში, თითოეულ სხეულში, თითოეულ განსხვავებულ დეტალშია.
სწორედ ამ თავისუფლებას აღნიშნავს – საკუთარი სხეულის მიღებას, მის სიყვარულსა და მასზე სიამოვნებით ზრუნვას. ბრენდის პროდუქტები ეფექტურ ფორმულებს, მდიდრულ ტექსტურებსა და გამორჩეულ არომატებს აერთიანებს, რათა სხეულის მოვლის რუტინა ყოველდღიურ სიხარულად აქციოს.
თუ Sol de Janeiro-ს სამყაროში მოგზაურობას ახლა იწყებთ, პირველი გაჩერება მისი ლეგენდარული Brazilian Bum Bum Cream უნდა იყოს, ბრენდის ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი პროდუქტი, რომელმაც მილიონობით მომხმარებლის სიყვარული დაიმსახურა.
მისმა საკულტო Cheirosa ’62 არომატმა – ფისტის, დამარბილებული კარამელისა და ვანილის თბილმა ნოტებმა – Sol de Janeiro მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად beauty ბრენდად აქცია. ეს ის სურნელია, რომელსაც ერთხელ შეიგრძნობ და დიდხანს აღარ გავიწყდება.

თუმცა Sol de Janeiro მხოლოდ ერთი ბესტსელერი არ არის. ბრენდის სამყაროში დაგხვდებათ სხეულის მოვლის სრული კოლექცია – Brazilian 4 Play შხაპის კრემ-გელი, Bom Dia Bright გამწმენდი გელი, Bum Bum და Bom Dia სკრაბები, Beija Flor ტანის კრემი, Delícia Drench ინტენსიური დამატენიანებელი კარაქი, Body Badalada მსუბუქი ლოსიონი და, რა თქმა უნდა, სხეულისა და თმის საკულტო Cheirosa მისტები, რომლებიც Sol de Janeiro-ს განუყოფელ სიმბოლოდ იქცა.
ყველა პროდუქტი ერთი იდეის გარშემო ერთიანდება – სხეულის მოვლა უნდა იყოს არა ვალდებულება, არამედ ყოველდღიური სიამოვნება, რომელიც კარგ განწყობასაც ქმნის.
Venora Maison – პრემიუმ სილამაზის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, წარმოადგენს L’Occitane Group-ის საერთაშორისო პორტფელს, რომელშიც შედის L’Occitane en Provence, Erborian, Melvita და Elemis. ამ საერთაშორისო ბრენდებს ახლა უკვე Sol de Janeiro-ც შეუერთდა.
ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში ნიშნავს, რომ მომხმარებელი Sol de Janeiro-ს ავთენტურ პროდუქტებსა და სრულ ბრენდულ გამოცდილებას ოფიციალური გაყიდვის არხით – ჯიპისის სააფთიაქო ქსელში მიიღებს. ბრაზილიური ზაფხული უკვე ოფიციალურად საქართველოშია.










