სოფო ლილუაშვილი: “კანის სმშრალე ხშირად კანის არასწორი მოვლით არის გამოწვეული”

    ცნობილი ფაქტია, რომ კანი ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი და სათუთი ორგანოა. იმისათვის, რომ კანმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია, აუცილებელია, რომ მასში სითხის შემცველობა ნორმას არ ჩამოცდეს; გარდა ამისა, უნდა დავიცვათ გარემო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისგან და საჭირო ნივთიერებების დეფიციტისგან.

    კანთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად გაზაფხულზე იჩენს თავს, ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს კანის სიმშრალესთან და დერმატიტთან. ამ თემაზე სასაუბროდ დერმატოლოგს, მედიცინის დოქტორს, კლინიკა “კანვენის” დირექტორს (სასწავლო-სამეცნიერო დარგში), ქალბატონ სოფო ლილუაშვილს მივმართეთ.

    ქალბატონო სოფო, რა განაპირობებს კანის სიმშრალეს და რა სიმპტომებით ვლინდება?

    ნორმალურ პირობებში კანი შეიცავს ორგანიზმის საერთო სითხის 20-30%-ს,  კანის სიმშრალე ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ კანის ზედაპირიდან აორთქლებული წყლის რაოდენობა ჭარბობს კანის ღრმა შრეებიდან მოწოდებული სითხის რაოდენობას. კანის სიმშრალე კლინიკურად ვლინდება აქერცვლით, დაჭიმულობით, ქავილით  და მიკრონახეთქებით.

    რა კავშირშია ერთმანეთთან კანის სიმშრალე და დერმატიტი?

    დერმატიტი არის კანის ანთება, რომელსაც საფუძვლად სხვადასხვა მექანიზმი უდევს, დერმატიტის განვითარების მთავარ წინაპირობად კანის სიმშრალე მიიჩნევა, რადგანაც ამ დროს დაქვეითებულია კანის ტურგორი, ხდება კანის გაუწყლოვნება და ყალიბდება დერმატიტის კლინიკური სურათი, აქედან გამომდინარე, დერმატიტის პრევენციის მიზნით აუცილებელია კანის სიმშრალის  კონტროლი და მკურნალობა.

    რა იწვევს აღნიშნული პრობლემების გაჩენას?

    აღნიშნული პრობლემის განვითარებას კანში გამომუშავებული და კანის ზედაპირიდან აორთქლებული წყლის რაოდენობის დისბალანსი განაპირობებს, რის შედეგადაც ხდება კანის ელასტიური და  კოლაგენური ბოჭკოების დეგენერაცია. კანი ხდება მოშვებული. ხშირად კანის სიმშრალე გამოწვეულია სხვადასხვა დაავადების გამოც და აქვს მეორეული ხასიათი, რის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ძირითადი დაავადების მკურნალობასა და პრევენციას. კანის სმშრალე ხშირად გამოწვეულია  კანის არასწორი მოვლით. კანის სიმშრალეც და დერმატიტიც განსაკუთრებით აქტუალურია გაზაფხულზე.

    სხეულის რომელ ნაწილში ჩნდება ყველაზე ხშირად კანის სიმშრალე/დერმატიტი?

    კანის სიმშრალე ხშირად განსაკუთრებით გამოხატულია ტანსაცმლისაგან დაუფარავ ადგილებსა და კიდურებზე, ასევე სახეზე. თუმცა, ხშირია უნივერსალური სიმშრალეც, როდესაც ის გამოხატულია კანის მთლიან საფარველზე.

    რამდენად დიდ გავლენას ახდენს საკვები რაციონი ამ პრობლემის გაჩენაზე?

    კანის სიმშრალე და შესაბამისად, დერმატიტი გარკვეულწილად დამოკიდებულია საკვებ რაციონსა და მიღებული სითხის რაოდენობაზე. პაციენტებს ხშირად ვურჩევთ მიიღონ ვიტამინებითა და მინერალებით  მდიდარი საკვები; დღის განმავლობაში დალიონ საკმარისი რაოდენობის წყალი.

    რა გარეგანი მოხმარების საშუალებები უნდა გამოვიყენოთ ამ პრობლემების არსებობისას? როგორ უნდა მოვუაროთ კანს?

    გარეგანი საშულებებიდან კანის სიმშრალის დროს აუცილებლად გამოიყენება დამატენიანებელი საშუალებები  და სხეულის დასაბანი გელები, საპნის გარეშე.

    რა როლს თამაშობს ამ მხრივ ნუტრიკოსმეტიკა და მასში შემავალი რომელი ნივთიერებები მოქმედებს უშუალოდ სიმშრალის საწინააღმდეგოდ?  

    ნუტრიკოსმეტიკა კანის სიმშრალისა და დერმატიტის კოპლექსურ თერაპიაში გამოიყენება. “ვიადერმი კანის სილამაზე” შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელიც მონაწილეობს ქსოვილებში სითხის ტრანსპორტირებასა და გადანაწილებაში, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რაც კანს აძლევს ელასტიურობას და სიმკვრივეს. ის ასევე შეიცავს ფურისულას ზეთს, რომელიც კანს იცავს გამოშრობისაგან და თრგუნავს ანთებით პროცესებს; კოენზიმ- Q10, რომელიც არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, კანს ანიჭებს სიგლუვესა და ჯანმრთელ იერს; სილიციუმი კი განაპირობებს კანის ელასტიურობას, თმისა და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას.

    რა პერიოდულობით არის რეკომენდებული ნუტრიკოსმეტიკა “ვიადერმის” კურსის ჩატარება თუ კანის სიმშრალე და დერმატიტი გვაწუხებს?

    იმ შემთხვევაში, თუ გამოხატულია კანის სიმშრალე და დერმატიტი, ვიადერმით მკურნალობის კურსი არის 1-2 თვე 6 თვიანი ინტერვალებით.

    რა გართულება შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულ პრობლემას თუ დროულად და სათანადოდ არ მოვახდენთ რეაგირებას?

    პრობლემის დიდი ხნით  არსებობის შემთხვევაში ყალიბდება მყარი სიმშრალე, თავს  იჩენს ალერიული რეაქციები, გამოიხატება ქავილი, დაჭიმულობა, დისკომფორტი, ირღვევა ძილისა და ნორმალური ფუნქციობის პროცესი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი