STARBUCKS-ი წინა ხაზებში მომუშავე პერსონალს ყავას უფასოდ მისცემს!

    ოთხშაბათს Statrbucks-მა განცხადება გააკეთა, რომ 3 მაისის ჩათვლით, ამერიკის მასშტაბით, პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზში მომუშავე პერსონალს ყავას უფასოდ მისცემს.

    კომპანია ყავით გაუმასპინძლდება ექიმებს, ექთნებს, მკვლევარებს, პოლიციელებს, მეხანძრეებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს. გარდა ამისა, “სტარბაქსის” ფონდი 500 000 დოლარს გადარიცხავს ამ ადამიანებისთვის დამცავი საშუალებების შესაძენად.

    ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი ამერიკისა და კანადის starbucks-ის ყველა კაფე დაიკეტა და drive-thru მომსახურებაზე გადავიდა. ეს გადაწყვეტილება არ შეეხო საავადმყოფოებთან და სამედიცინო ცენტრებთან მდებარე კაფეებს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი