თაკო ჩხეიძის ფოტო Weekend Max Mara-მ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა!

    ულამაზესი თაკო ჩხეიძის ფოტოები Weekend Max Mara-მ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. თაკო უკვე რამდენიმე წელია ბრენდის სახეა საქართველოში, ის ხშირად მონაწილეობს ფოტოსესიებში და უახლესი კოლექციების განსაკუთრებულ ნიმუშებს წარადგენს.

    ფოტოებში, რომლებიც ბრენდის ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდმა გააზიარა, თაკოს თბილისში, ჭავჭავაძეზე მდებარე Weekend Max Mara-ს მაღაზიაში შერჩეული ტანსაცმელი აცვია, რომელიც 2019 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციიდან გახლავთ. განსაკუთრებული აქცენტი მაქსმარას ცნობილი „პასტიჩინოს“ ჩანთაზეა. მის ფოტოებს სოციალურ ქსელებში უკვე გამოეხმაურნენ ცნობილი სახეები როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

    შეგახსენებთ, რომ Weekend Max Mara-ს ოფიციალური მაღაზია თბილისში, 2015 წელს გაიხსნა. Weekend Max Mara წარმოადგენს Max Mara Group-ის Life-style ხაზს, რომელიც 1984 წელს შეიქმნა როგორც უქმეებზე ჩასაცმელი იდეალური ტანსაცმელი. დღეისათვის ბრენდი მომხმარებელს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

    Weekend Max Mara-ს უახლესი კოლექციები წარმოდგენილია ბრენდის ოფიციალურ მაღაზიაში, რომელიც თბილისში, ილია ჭავჭავაძის 50 ნომერში მდებარეობს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი