ჩემი დღევანდელი ბლოგი დაეთმობა L’Occitane-ის უკვდავას საკულტო კოსმეტიკურ ხაზებს და ამ ხაზების ნიშურ კომპონენტს – მის უდიდებულესობა უკვდავას (Immortelle).
ლოქსიტანს უკვდავას სრულყოფილი ფილოსოფია აქვს აგებული და სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება ბრენდის საუკეთესო ხაზის – Immortelle Divine კონცეფცია.
უკვდავას სახელწოდება თავად მცენარის ხანგრძლივმა სიცოცხლისუნარიანობამ განაპირობა. უკვდავა მოწყვეტის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს მრავალი, ზოგჯერ 10 წლის განმავლობაში, ყველაზე ცივ და ყველაზე ცხელ სეზონებშიც კი.
ლეგენდის თანახმად, კორსიკისკენ ნავით მცურავი ნაპოლეონი, სწორედ უკვადავას თბილი, ძლიერი, თაფლისა და ყვავილების თავბრუდამხვევი არომატების საბურველში გახვეული უბრუნდებოდა მშობლიურ მხარეს.
ლეგენდარული პიერ ერმესთვის კი ნამდვილ მუზად იქცა მარად ცოცხალი, მზისფერი კორსიკელი მეცნარე, რომლის შთაგონებითაც შექმნა პიერმა სახელობითი, გამორჩეული მაკარონი – მისი ერთ-ერთი განსაკუთრებულად არომატული საკონდიტრო ხელოვნების ნიმუში.
ლოქსიტანის დამფუძნებელმა ოლივიე ბოსანმა 90-იანი წლებიდან მიაგნო უკვდავას საიდუმლო, ჯადოსნურ თვისებებს – მის საოცრად ეფექტურ ასაკსაწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც უკვდავას შემადგენლობაში არსებული ნივთიერება – ნერილაცეტატი განაპირობებს. ეს უდიდესი სიახლე და აღმოჩენა იყო იმ დროისთვის, რადგან უკვდავა მანამდე არც ერთ კოსმეტიკურ ნაწარმში არ იყო გამოყენებული. ლოქსიტანმა ათეულობით ტესტში მოსინჯა სხვადასხვა ადგილწარმოშობის უკვდავა და საბოლოოდ არჩევანი კორსიკულზე შეაჩერა, რადგან ლოქსიტანის ლაბორატორიამ სწორედ კორსიკულ უკვდავაში აღმოაჩინა ნერილაცეტატის ყველაზე დიდი მოლეკულური წონა.
სულ მალე ლოქსიტანმა განსაკუთრებული ტერუარი მოაწყო უკვდავასთვის და 2004 წლიდან გააშენა ორგანული უკვდავას პლანტაციები. ასე დაფუძნდა უკვდავას ელექსირი ლოქსიტანის ლაბორატორიის ყველაზე პატივსაცემ კომპონენტად და მცენარის ესენციის ზეთის ჯადოსნური თვისებების წყალობით მალე გადაიქცა ბრენდის მთავარ ნიშადაც.
უკვდავას ესენციის ზეთი დღეს ფართოდ გამოიყენება ხმელთაშუა ზღვის კულტურაში არომათერაპიის და სხვადასხვა სამკურნალო მიმართულებით. უკვდავა სერტიფიცირებულია ამერიკული FDA-ის მიერ.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ L’Occitane-ის პრემიალური ხაზის Immortelle Divine -ის თითეული პროდუქტი 35-40% ნერილაცეტატის შემადგენლობისაა. Divine-ის მარტო ერთი პროდუქტი 600-მდე მარადცოცხალ უკვდავას ყვავილს შეიცავს.
უკვდავას ჯადოსნური ესენციის ზეთის წყალობით L’Occitane-ის უკვდავას ხაზები კანის შესანიშნავ ეპიდერმალურ ბუსტერებს წარმოადგენს – მათი პერმანენტული მოხმარება არაჩვეულებრივ ზემოქმედებას ახდენს მიმიკურ თუ ასაკობრივ ნაოჭებზე, სრულად, დაბალანსებულად ატენიანებს კანს, ანიჭებს სიგლუვეს, სიფაფუკეს, ანიჭებს სიმტკიცესა და ბზინვარებას, სიმსუბუქისა და კომფორტის განცდას, ხელს უწყობს კანის უჯრედული განახლების აქტივაციას და აღდგენილი უჯრედების სრულფასოვან ფუნქციონირებას, კანის ფერის ერთგვაროვნებას და ფორების გასადავებას.
აქვე საინტერესო ფაქტი მინდა გაგიზიაროთ: 1 კგ უკვდავას ესენციის ზეთის მისაღებად 500 კგ უკვდავას 14 მლნ მზისფერი ყვავილის 2 სთ-იანი გადამამუშავებელი პროცესია საჭირო. აი, ასეთი ჯადოსნური შიგთავსია მოქცეული L’Occitane უკვდავას ხაზების ელეგანტურ ფლაკონებში.