თაკო ნაცვლიშვილი Intimissimi -ს ჩვენებაზე გამოვიდა

    29 ოქტომბერს, იტალიის ქალაქ ვერონაში, ცნობილი ბრენდის Intimissimi -ს შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელსაც White Cabaret მასპინძლობდა. ჩვენებაზე გამოვიდა ულამაზესი ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი. მან სამი ლუქი წარადგინა და როგორც ამბობენ, ძალიან თავდაჯერებული იყო.

    “ინტიმისიმის” ჩვენებას ცნობილი ვარსკვლავები ესწრებოდნენ. წინა რიგი 33 წლის სუპერმოდელმა, ირინა შეიკმა დაიკავა და საზოგადოება კიდევ ერთხელ განაცვიფრა თავისი ბრწყინვალე გარეგნობით. ირინა Intimissimi -ს  სახეა და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ფოტოსესიებში.

    ღონისძიებას ესწრებოდა 54 წლის მსახიობი, სარა ჯესიკა პარკერიც, რომელიც ირინასთან ერთად ადევნებდა თვალს კოლექციის პრეზენტაციას. სარა ჯესიკა პარკერი თავადაც დიზაინერია. მას საკუთარი ფეხსაცმლის ხაზი აქვს. პარკერმა ჩვენების შემდეგ საყვარელი ლუქის ფოტოები საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე განათავსა. მათ შორის მოხვდა თაკოს ფოტოც.

    ჩვენებას ცნობილი იტალიერი მოდის ბლოგერი, კიარა ფერანიც დაესწრო.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი