თათა მორჩილაძე: “ვიადერმი” ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა

    თავის მოვლა ის სფეროა, რომელიც მთელს მსოფლიოში უამრავ ადამიანს აერთიანებს. მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციური მეთოდების ეპოქაში სულ უფრო რთულდება სწორი არჩევანის გაკეთება. ყველა ქალბატონს სილამაზისა და თავის მოვლის საკუთარი მეთოდი აქვს. ზოგი სხვებსაც ანდობს თავის გამოცდილებას, ზოგი კი საიდუმლოდ ინახავს. ჰოდა, ჩვენც იმას მივაკითხეთ, ვინც საკუთარ გამოცდილებასა და მიგნებებს სხვებს სიამოვნებით უზიარებს. წარმოგიდგენთ ინტერვიუს taa.ge -ს შემქმნელთან და ბლოგერთან, თათა მორჩილაძესთან:

    თათა, რას ნიშნავს თქვენთვის სილამაზე და რასთან ასოცირდება ის?

    მგონია, რომ ყველა ადამიანს თავისი კრიტერიუმი აქვს სილამაზის შესაფასებლად. ზოგისთვის სილამაზე ბუნებრივობასთან ასოცირდება, ზოგისთვის კარგ მოვლასთან და ა.შ. პირადად მე, იმათ მივეკუთვნები, ვისთვისაც სწორი და კარგი მოვლა უფრო არის სილამაზე ვიდრე სხვა რამ. შეიძლება არ დაიბადო ლამაზი, მაგრამ თანდათან, სწორი მიდგომით გახდე მართლა შეუდარებელი და ამის არაერთი მაგალითი არსებობს.

    ეთანხმებით მოსაზრებას, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს?

    ალბათ სხვებზე მეტად – გამომდინარე იქედან, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მიწევს ამ მსხვერპლის გაღება. ჩემთვის ეს მსხვერპლი არის ტკივილი სხვადასხვა პროცედურების დროს, ძალიან დიდი ფინანსური და დროის რესურსი, რასაც ეს პროცედურები მოითხოვს. ხშირად იმედგაცრუებაც, რაც სამწუხაროდ, აუცილებლად ახლავს ამ პროცესს.

    რა ასაკიდან დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა აქტიურად?

    ზუსტად ასაკი არ მახსოვს, მაგრამ პატარა ვიყავი, სკოლის მოსწავლე. მე და ბებიაჩემის ბოსტანი გურიაში განუყრელი მეგობრები ვიყავით. იქ მოყვანილ ყველანაირ ხილსა და ბოსტნეულს აღმოაჩენდით ხოლმე ჩემს სახეზე.

    რა პროცედურებს მიმართავთ იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ?

    ჩემი უპირველესი მეგობარი არის ძილი, უძილობას ყველაზე მეტად ვერ ვიტან  – ვერც გარეგნულად და ვერც გონებრივად. ძალიან მიყვარს მასაჟები და წელიწადში ორჯერ მაინც ვიტარებ კურსს. ძირითადად კი დღე ასე იწყება – დილის აბაზანის პროცედურები, 1 ჭიქა წყალი უზმოზე და მზიანი დღე!

    თუ არსებობს ისეთი რამ, თავის მოვლის სფეროში, რასაც არასოდეს გააკეთებთ?

    Never say Never – მგონია, რომ რაზეც არ უნდა ვთქვა ახლა, რომ არასოდეს გავიკეთებ, 10 – 15 წლის მერე შესაძლებელია გავიკეთო. ამიტომ, ასე კატეგორიულად არ ვარ თავის მოვლის არც ერთი პროცედურის მიმართ განწყობილი, მათ შორის, არც პლასტიკური ქირურგიის მიმართ. ესთეტიკური მედიცინა ისეთ საოცრებებს ახდენს, რომ ხშირად მინდება უფრო მეტი დრო მქონდეს ამ სიახლეების გასაცნობად და მოსასინჯად.

    როგორ ფიქრობთ, საკმარისია მხოლოდ გარეგანი საშუალებებით თავის მოვლა?კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ სილამაზე?

    არა, გარეგანი საშუალებებით შეიძლება მხოლოდ გარკვეულ მომენტში მიაღწიო შედეგს, მაგრამ ვფიქრობ, შემდეგი ფაქტორები აუცილებლად გასათვალისწინებელია თუ გინდა, რომ მუდამ კარგად გამოიყურებოდე: განწყობა, ფსიქოლოგიური ფაქტორები, ბედნიერება, პოზიტიური მიდგომები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ვარჯიში, მუსიკა.

    როგორ უვლით თმას და ფრჩხილებს?

    თმას რაც შეეხება, ვიკეთებ სალონურ ხანგრძლივ პროცედურებს, როგორიცაა თმის ლამინაცია, თმის ფილერი და ა.შ. ვსვამ ნუტრიკოსმეტიკას – მაგალითად, როგორც კი ოდნავ არ მომწონს თმის მდგომარეობა, მაშინვე ვიწყებ „ვიადერმ კომპლიტის“ სმას. თმის მოვლაში ვგულისხმობ ასევე თმის ნიღბებს, ზეთებს, სპრეებს, ტერმოდამცავებს, ჩემი თმისთვის საუკეთესო შამპუნებს, კონდიციონერებს და ა.შ.

    ფრჩხილებს რაც შეეხება, ძირითადად „ვიადერმს“ და ჩემს მანიკურის სპეციალისტს ვანდობ. თვითონ ვერ ვუვლი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნუტრიკოსმეტიკა “ვიადერმი” ბოლო 3 წელია ჩემი ცხოვრების განუყოფელ წესად იქცა.

    რას ურჩევდით თანამედროვე ქალს, რომელსაც ხშირად დროც არ რჩება, რომ ესა თუ ის პროცედურა ჩაიტაროს?

    ვურჩევ რომ მეტი დრო დაუთმოს საკუთარ თავს და გარეგნობას, აუცილებლად იაროს ფეხით დღეში ნახევარი საათი მაინც. ვერ წარმოიდგენთ, რა კარგი შედეგები აქვს ამ სეირნობებს ჩემთვის.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი