თბილისში ქართველი დიზაინერების ახალი შოურუმი გაიხსნა!

    თბილისში, ჭოველიძის 8 ნომერში ქართველი დიზაინერების შოუ რუმი Georgian Designers Room გაიხსნა. შოუ რუმში წარმოდგენილია 8 დიზაინერის მიერ შექმნილი ტანსაცმელი, ჩანთები, ფესაცმელები და სამკაულები. ჩვენ, რა თქმა უნდა დავინტერესდით წარმოდგენილი კოლექციებითა და შავი პარასკევის ფასდაკლებებით, ამიტომ შოუ რუმს ვესტუმრეთ.

    Beauty Magazine-ს მოდის ბლოგერმა, გიგა უჩუვატოვმა უმასპინძლა და თითოეული ბრენდის შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. ასევე გავიგეთ, რომ Black Friday-ს Georgian Designers Room-ი განსაკუთრებულად აღნიშნავს და 20%-დან 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.

    ახლა იმ ბრენდების შესახებ, რომლებიც წარმოდგენილია შოუ რუმში:

    ატელიე MAKRATELLI – 50% ფასდაკლება

    შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ MAKRATELLI-ს ძალიან ელეგანტური კოლექცია. ის 2014 წელს მაკა მაჭავარიანმა დააარსა და აწარმოებს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, შარფებს, თეთრეულს, ნებისმიერი სახის უნიფორმას (როგორც კერძო პირებისთვის, ასევე კომპანიებისთვის). ბრენდის მიზანია ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც კონკურენციას გაუწევს იმპორტულ პროდუქციას. შოუ რუმში წარმოდგენილი კოლექცია ვინტაჟურია და აქვს თანამედროვე შტრიხებიც. ამიტომ, ძნელია არ მოგეწონოს. სამოსში ჭარბობს მონოქრომული, ვინტაჟური ტონალობები და გათვლილია მაღალ სეგმენტზე.

    ELOSHI – 30-50% ფასდაკლება

    დიზაინერ ლელა ელოშვილის ბრენდი საკმაოდ პოპულარულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ბრენდი აქტიურად მონაწილეობს მოდის კვირეულებსა და სხვადასხვა შოუ რუმებში. ლელა ელოშვილმა 1997-2001 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია მოდელირების განხრით. სწავლობდა Central Saint Martins-ში, 2001 წელს მუშაობდა დიზაინერ მაკა ასათიანთან ერთად. 2005 წელს დააარსა ბრენდი INFORMAL, ხოლო 2013 წელს ბრენდი ELOSHI. ბრენდზე არაერთი მსოფლიო გამოცემა წერს. ლელას სამოსს ისეთი ვარსკვლავები ატარებენ, როგორებიც არიან ჯიჯი ჰადიდი, კამილია კაბელო, პრიანკა ჩოპრა, ქეით გრაჰემი, ოლივია კულპო და ა.შ

    TAMARI– 30-50% ფასდაკლება

    ეს არის ქართული ბრენდი, რომელსაც 3 წლის ისტორია აქვს, ის 2016 წელს თამარ ალადაშვილმა დააფუძნა. დიზაინერი ქალის ყოველდღიურ და გამოსასვლელ სამოსს ქმნის. ბრენდმა თავიდანვე საკმაოდ დიდი ცნობადობა მოიპოვა. ან ეტაპზე Georgian Designer Room-ში წარმოდგენილია ზამთრის კოლექცია – ქურთუკები და თექის პალტოები.

    Janelidze Bags – 30 % ფასდაკლება

    ბრენდი 2015 წელს შეიქმნა, იდეა კი დიზაინერ ნატალია ჯანელიძეს გაუჩნდა. მოდის მიმართ ინტერესი მას ბავშვობიდან ჰქონდა. ჩანთების წარმოება კი მაშინ გადაწყვიტა, როცა ვერ იპოვა ისეთი ჩანთა, რომელიც იქნებოდა უბრალო და ამავდროულად თვალსაჩინო და ორიგინალური. ბრენდმა დაარსებისთანავე დადო კონტრაქტი იტალიურ ტყავისმწარმოებელ კომპანიასთან. პირველი კოლექცია სულ რაღაც ათ ჩანთას მოიცავდა, თუმცა სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. დიზაინერი არ უშინდება კონკურენციას და მეტიც, თვლის, რომ ეს მისი წინსვლის მამოტივირებელია.

    თაკო მექვაბიძე – 20% ფასდაკლება

    თაკო მოდის კვირეულის განრიგის მუდმივი ნაწილია. ბრენდი 2009 წელს დააარსა, ხოლო 2011 წელს პირველი მაღაზიაც გახსნა. დღეს უკვე ბრენდი იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომ მის სამოსს ქენდალ ჯენერი, ტიფანი იანგი, ლინდსი ვონი და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი ატარებს.

    M.G. – 50% ფასდაკლება

    თუ მუქი ფერების მოყვარული ხართ M.G. აუცილებლად მოგეწონებათ, მუქი ფერები M.G-ის სავიზიტო ბარათია. დიზაინერმა მეგი გაბუნიამ ეს ბრენდი 2016 წლის 15 ოქტომბერს შექმნა და 2017 წელს უკვე ფართო აუდიტორიის წინაშეც წარსდგა თბილისის მოდის კვირეულზე. კოლექცია დიზაინერის მიერ 12 წლის ასაკში შექმნილი ესკიზების მიხედვით შეიქმნა. ამის შემდეგ გაიხნსა მისი ბუტიკიც. აწარმოებს Uni Sex კოლექციას, თუშური თექისა და ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული ნატურალური ტყავის სინთეზით. კოლექციაში შავი და ნაცრისფერი დომინირებს. სხვადასხვა შეთავაზებებისა და პროექტების ფარგლებში ბრენდი საზღვარგარეთის ბაზარზეც გავიდა. წარმატებულად პარტნიორობს უცხოურ შოურუმებთან (ამერიკა, რუსეთი, იტალია, ყაზახეთი, სასომხეთი). მოეწყო გამოფენები კალიფორნიაში, ბერლინში, ერევანში და რუსეთში.

    BOO Jewellery – 20% ფასდაკლება

    ეს არის ქართული ბრენდი, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. დამფუძნებელი და დიზაინერია თამუნა ჯიქია. ბრენდი ქმნის უნიკალური დიზაინის ვერცხლის ხელნაკეთ აქსესუარებს. “მინიმალიზმი ანუ არაფერი ზედმეტი” – ეს გახდა დიზაინერის ინსპირაციის წყარო, შეექმნა მინიმალისტური, განსხვავებული დიზაინის აქსესუარები. ეს სლოგანი დღემდე ბრენდის უცვლელი დევიზია. დაარსებიდან რამდენიმე თვეში უკვე შეიქმნა BOO Jewellery-ის ოფიციალური წარმომადგენლობა რუსეთსა და უკრაინაში. ახლახან კი ამ ქვეყნებს დაემატა ეპანეთიც. გარდა ამისა, ბრენდი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებთან, როგორიცაა ტოკიო, ჩიკაგო, პარიზი, ლიტვა და ა.შ BOO Jewellery-მ მიიღო მოწვევა პარიზიდან, კერძოდ International fashion trade show “Who’s Next” -დან. ესაა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, სადაც მონაწილეობას მსოფლიოს 1500 ბრენდი იღებდა. საქართველოდან BOO Jewellery ერთადერთი იყო ამ ღონისძიებაზე. აღსანიშნავია, რომ შოუ რუმში წარმოდგენილია ბრენდის მეხუთე კოლექცია.

    Hellenium – 30%  ფასდაკლება

    2014 წელს სოფო ალადაშვილმა დააარსა აქსესუარების, კერძოდ კი ქუდების ბრენდი. პირველივე კოლექციით მონაწილეობა მიიღო თბილისის მოდის კვირეულზე და მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე. ამან ბაიერების დიდი დაინტერესება გამოიწვია. დიზაინერის შთაგონების წყარო ტრადიციული ქართული თასებისა და ხანჯლების ორნამენტები გახდა. აღსანიშნავია, რომ ქუდები მსოფლიოს სხვადასხვა შოუ რუმებში, მათ შორის გერმანიაში, უკრაინაში, პოლონეთსა და რუსეთში იყიდება. წელს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა ამერიკაშიც გაიხსნა.

    შოუ რუმში წარმოდგენილი მოდელები შეგიძლიათ ნახოთ Georgian Designers Room-ის ინსტაგრამზე.

    მანამდე კი თვალი გადაავლეთ Beauty Magazine-ის ფავორიტ მოდელებს:

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი