ტეილორ სვიფტი TIME-ის გარეკანზე

    29 წლის პოპ ვარსკვლავი პოპულარობის ზენიტშია, ამიტომ არც არის გასაკვირი რომ მისთვის ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ცნობილი გამოცემის გარეკანზე მოხვდა.

    წელს, ტეილორ სვიფტი ჟურნალ “თაიმსის” ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ადამიანების ასეულშია! მომღერალს ინტერვიუ კანადელმა პოპ ვარსკვლავმა და მისივე მეგობარმა, შონ მენდეზმა ჩამოართვა. მათი დისკუსია ტეილორის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მუსიკოსის რიგით მეშვიდე  სტუდიურ ალბომს ეხებოდა.

    ტეილორმა ინსტაგრამის საშუალებით ჯერ-ჯერობით მხოლოდ ალბომის გამოშვების თარიღი დაანონსა.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი