ტეილორ სვიფტისა და სელენა გომესის განსხვავებული სტილი აღდგომის დღესასწაულისთვის

    ახლო მეგობრები, სელენა გომესი და ტეილორ სვიფტი აღდგომის დღესასწაულს ცალ-ცალკე, თუმცა განსაკუთრებულად შეხვდნენ. ორივე ძალიან აქტიური იყო ინსტაგრამზე. განსაკუთრებული ყურადღება კი მათმა ჩაცმულობამ მიიქცია.

    დღესასწაულისთვის პოპ მომღერლებმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სტილი აირჩიეს. სელენას Joie-ის ღია ყავისფერი სვიტრი (131.20$), RE/DONE-ის ჯინსის შარვალი (298$) და გუჩის მორთული შავი ღია ფეხსაცმლი ($980) ეცვა.

    ტეილორ სვიფტმა კი უფრო კლასიკური სამოსი შეარჩია. კაბის ფერი, რა თქმა უნდა, ვარდისფერი იყო, ვინაიდან ტეილორის ახალი ალბომის ესთეტიკა სწორედ ღია პასტელურ ფერებზეა აგებული. ეს კაბა „ტანია ტეილორის“ საგაზაფხულო კოლექციიდანაა და მისი ღირებულება 545 დოლარია. მოკლედ, ფლორალური დიზაინი ჯერ კიდევ არ კარგავს აქტუალობას მოდის სამყაროში.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი