ტეილორ სვიფტის ახალი პერფორმანსი

    ამერიკული Voice-ის მეთხუთმეტე სეზონის ფინალურ ეპიზოდში ტეილორ სვიფტმა ახალი სიმღერა შეასრულა სახელწოდებით „მე.” ფერების სიუხვით და რეტრო ვიზუალებით საკმაოდ შთამბეჭდავი წარმოდგენა შედგა. ქერა ლამაზმანს „ვერსაჩეს“  კაბა ეცვა  შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან. ტეილორისა და ბრენდონის პერფორმანსს 17.6 მილიონმა ადამიანმა უყურა პირდაპირ ეთერში, რამაც გადაცემის ფინალი მეთხუთმეტე სეზონის ყველაზე ყურებად ეპიზოდად აქცია. ეს გასაკვირიც არაა, ვინაიდან ტეილორი ყოველთვის სჯობნის საკუთარ თავს და ახალ რეკორდებს ამყარებს.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი