თემურ მიქელაძე: “მუქი კანის მქონე ბავშვებში მელანინი მოქმედებს როგორც მზის ბლოკატორი”

    ბოლო პერიოდში, სამედიცინო საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს D ვიტამინის გამოყენება წარმოადგენს. მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება ერთხმად აღიარებს, რომ გამოკვლეული ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს ვიტამინი D-ს დეფიციტი და ამ პრობლემით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებები აღენიშნება. ბავშვებში D ვიტამინის მნიშვნელობაზე ევექსის რეგიონული ჰოსპიტალის პედიატრიის განყოფილების უფროსს, ბატონ თემურ მიქელაძეს ვესაუბრეთ.

    ბატონო თემურ, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? რამდენად აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ჩვენს მოსახლეობაში, განსაკუთრებით ბავშვებში ვიატმინი D- დეფიციტი?

    სამწუხაროდ საქართველოში D ვიტამინის დეფიციტის სარწმუნო სტატისტიკა არ არსებობს. შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი მსჯელობა  ექიმის ინდივიდუალური გამოცდილების მიხედვით. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ზუსტ წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის საერთო პოპულაციაზე. D ვიტამინის დეფიციტი აღინიშნება მუქი ფერის კანის მქონე და ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში 3-დან 6 თვემდე ასაკში. განსაკუთრებით, თუ მათ აქვთ დამატებითი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა დედის D ვიტამინის დეფიციტი ორსულობის დროს ან დღენაკლულობა. აღინიშნება ასევე ვეგეტარიანელ ან რაიმე უჩვეულო დიეტაზე მყოფ ბავშვებში;  ბავშვებში, რომლებსაც უტარდებათ ანტიკონვულსანტებით ან ანტირეტროვირუსული მკურნალობა, ან აღენიშნებათ მალაბსორბცია. დამატებითი რისკ-ფაქტორებია მაღალი განედის არეალში ცხოვრება, ზამთრის სეზონი, დახურულ სივრცეში ხანგრძლივად ყოფნა და ა.შ

    რა მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ორგანიზმში ვიტამინ D- და როგორია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და საქართველოს ჯანდაცვის რეკომენდაციები ვიტამინი D- მიღებასთან დაკავშირებით?

    D ვიტამინი არსებით როლს თამაშობს კალციუმის ჰომეოსტაზსა და ძვლის განვითარებაში. D ვიტამინის მძიმე დეფიციტი იწვევს რაქიტსა და ჰიპოკალცემიას ბავშვებში და ოსტეომალაციას მოზრდილებში. მედიცინის ნაციონალური აკადემიისა და პედიატრიის ამერიკული აკადემიის მიერ, D ვიტამინის მიღებასთან დაკავშირებით მოწოდებულია შემდეგი რეკომენდაციები: ჩვილებში – 400 სე (10 მკგ) დღიურად; ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვი, ისევე როგორც ზოგიერთი ადაპტირებული ნარევით კვებაზე მყოფი ბავშვი, ყოველდღიურად საჭიროებს 400 სე D ვიტამინის მიღებას, რაც იწყება დაბადებიდან რამოდენიმე დღეში. დამატება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ბავშვი ძუძუს თავს არ დაანებებს და არ მიიღებს სულ მცირე 33 უნცია ( 1 ლიტრი) D ვიტამინით ფორტიფიცირებულ ადაპტირებულ ნარევს. ჯანმრთელი ბავშვები 1-დან 18 წლამდე – 600სე ( 15 მკგ) დღიურად. ჭარბი წონის მქონე ბავშვები, ასევე ბავშვები, რომლებიც მკურნალობენ ანტიკონვულსანტებით, გლუკოკორტიკოიდებით და აივ-ის სამკურნალო პრეპარატებით, საჭიროებენ D-ვიტამინის უფრო მაღალი დოზებით მიღებას. დღენაკლი ბავშვებისთვის შეერთებულ შტატებში ავტორთა უმრავლესობა, ისევე როგორც დროულებში, რეკომენდაციას უწევს ყოველდღიურად 400 სე-ს დამატებას, უფრო მაღალი დოზები რეკომენდებულია ევროპული და კანადის გაიდლაინებით. ჩვილის D ვიტამინის სტატუსის ოპტიმიზაციისა და დაბადებისას ახალშობილთა ჩონჩხის ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნისათვის მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ ორსულობის დროს დედის მიერ საკმარისი რაოდენობით D ვიტამინის მიღება.

    როგორც ვიცით D ვიტამინს მზის ვიტამინს უწოდებენ, რამდენად რეალურია მზის სხივების დახმარებით ან საკებით მისი დეფიციტის შევსება?

    მზის სხივების ზემოქმედებით, კონკრეტულად UVB სხივებით იწყება კანში D ვიტამინის სინთეზი. ეს პროცესი შემცირებულია მუქი კანის მქონე ბავშვებში, რომლებშიც მელანინი მოქმედებს, როგორც ნატურალური მზის „ბლოკატორი“. გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომით 10-15 წუთით მზის ზემოქმედება (ხელები და ფეხები ან ხელები, ფეხები და სახე) 10:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში საკმარისია ადექვატური რაოდენობის D ვიტამინის გამომუშავებისათვის ღია ფერის კანის მქონე ბავშვებში. რაც უფრო მუქია კანის ფერი, მით უფრო მეტი დროა საჭირო ადექვატური რაოდენობით D ვიტამინის წარმოქმნისათვის. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მზის გამოსხივებით D ვიტამინის წარმოქმნის სარგებლიანობა დაბალანსებული უნდა იყოს ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად კანის კიბოს, უპირატესად მელანომის განვითარების პოტენციური რისკის გათვალისწინებით. რაც შეეხება საკვებს, D ვიტამინის ნატურალურ  წყაროს წარმოადგენს ცხიმიანი თევზი (ორაგული, სკუმბრია), ვეშაპის ღვიძლის ქონი, ღვიძლი, ხორცი, კვერცხი. ამ პროდუქტებს ბავშვები რეგულარულად არც ისე ხშირად იღებენ. ამიტომ დგება D ვიტამინის ჩანაცვლების საჭიროება.

    ბატონო თემურ, თქვენს სამედიცინო პრაქტიკაში თუ გიწევთ დანამატის სახით მისი გამოყენება და რა ძირითად კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საკვები დანამატი, რომელიც რეკომენდებულია D ვიტამინიდეფიციტის პრევენციისა და მკრუნალობისთვის?

    რასაკვირველია, სამედიცინო პრაქტიკაში ყველა პედიატრს უწევს D ვიტამინის პრეპარატის გამოყენება პრევენციისა თუ მკურნალობის მიზნით. კრიტერიუმებიდან კი, პირველ რიგში აღსანიშნავია პრეპარატის ხარისხი და უსაფრთხოება და ასევე მისი ფინანსური ხელმისაწვდომობა. ამ მხრივ, მოახრული ვარ რომ საქართველოში სამედიცინო საზოგადოებას გვაქვს საშუალება, გამოვიყენოთ ისეთი ეფექტიანი, უსაფრთხო, ევროპული ბრენდი როგორც „ვიტაფეროლია.“ ის აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც არსებობს ამ ფარმაკოლოგიური ჯგუფის მიმართ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი