The Dead Don’t Die – ახალი ფილმი სელენა გომესის მონაწილეობით

    გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში ახალი ფილმის ტრეილერი გავრცელდა. ფილმის სახელია The Dead Don’t Die (მკვდრები ვერ მოკვდებიან) რომელშიც 26 წლის სელენა გომესი იღებს მონაწილეობას. გარდა ყველასთვის საყვარელი პოპ ვარსკვლავისა, ფილმი დაკომპლექტებულია მრავალი ნიჭიერი მსახიობით. ქლოე სევინი და ბილ მიურეი ფილმის ორ ცენტრალურ ფიგურას განასახიერებენ. ფილმი აპოკალიპტური თრილერია, რომლის სიუჟეტიც წყნარ, პატარა ქალაქ კენტერვილში ვითარდება. მთელი თავგადასავალი მაშინ იწყება, როდესაც ქალაქში ზომბები ჩნდებიან.

    რეჟისორი და სცენარისტი ჯიმ ჯარმუშია. ფილმი კინოთეატრებში 14 ივნისიდან გამოვა.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი