The Prince – სერიალი ოჯახზე, რომელიც ტახტისთვის იბრძვის

    მალე ეკრანებზე HBO Max-ის ახალი ანიმაციური სერიალი, “პრინცი” გამოვა. ეს იქნება სერიალი ოჯახზე, რომელიც დაუნდობლად იბრძვის ტახტისთვის. მისი მთავარი გმირი და სამეფო ოჯახის ამბების მთხრობელი პრინცი ჯორჯი იქნება, რომელიც ოჯახის წევრების მიმართ ირონიული და კრიტიკული იქნება. სერიალის შემქმნელია გარი ჯანეტი, რომელმაც სამეფო ოჯახის “მემებით” უკვე გაითქვა სახელი და ინტაგრამზე უამრავი მიმდევარიც ჰყავს.

    მთავაქრი გმირები პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა იქნებიან. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი, სოფი ტერნერი პრინცესა შარლოტას როლს ითამაშებს. პრინც ჯორჯს თავად გარი ჯანეტი გაახმოვანებს, ხოლო ჰარის – ორლანდო ბლუმი.

    გარი ჯანეტმა, ინსტაგრამ გვერდზე დაწერა: ,,გაიცანით შარლოტა – სოფი ტერნერი.“ ტერნერიც გამოეხმაურა ახალ ამბავს: ,,შარლოტა მოდის! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი მსახიობების ჯგუფს და ვიწყებ დიდ თავგადასავალს გარი ჯანეტთან ერთად.“

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი