The Spice Girls მალე ახალ მუსიკალურ კლიპს გადაიღებს!

    გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის იუბილის აღსანიშნავად The Spice Girls კვლავ გაერთიანდება. სავარაუდოდ, ჯგუფის წევრები 1996 წლის ცნობილი სიმღერის Wannabe გადაკეთებას და ახალი მუსიკალური კლიპის გადაღებას აპირებენ.

    ეს სიახლე ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლების მიერ ჯერ კიდევ არ დადასტურებულა. ამასთან, ნაკლებად სავარაუდოა კლიპში ვიქტორია ბექჰემის მონაწილეობა. Wannabe, რომელიც 90-იან წლებში მუსიკალური ჩარტების პირველობას იკავებდა ჯგუფის ყველაზე გაყიდვადი სიმღერა იყო.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი