The Weeknd -მა ახალი სიმღერა ბელა ჰადიდს მიუძღვნა?

    მომღერალმა Weeknd-მა ახლახან ახალი სინგლი გამოუშვა. 2018 წლის შემდეგ ეს პირველი ტრეკია, რომელიც გრემის გამარჯვებულმა შემსრულებელმა საზოგადოებას შესთავაზა. ფანებს ეჭვი აქვთ, რომ სიმღერის ტექსტი მთლიანად ბელა ჰადიდთან ურთიერთობას ეხება.

    “ფულმა და ტკივილმა უგულო გამხადა, ფოტოსესიები, ჩემზე წერენ Time, Rolling stone, Bazaar, მძინავს უამრავ სხვადასხვა გოგოსთან, მაგრამ ისინი მე პულსს ვერ ამიჩქარებენ” – ეს მომღერლის ახალი ტრეკის Heartless-ის ტექსტია. ამის შემდეგ კი რიტმი ნელდება და აბელი კონკრეტულ ქალს უმღერს: “დავკარგე გული და გონება, ვიფიქრე დაგკარგე, მაგრამ შენ ისევ დაბრუნდი ჩემს ცხოვრებაში. შენ ვერასდროს შემეშვები, მე კი ვერასდროს გავიგებ რას ხედავ. არ ვგრძნობ თავს კარგად, როდესაც მარტო ვარ, შენ ამას ხვდები ჩემი ტონებიდან” – სწორედ ეს ტექსტი გახდა ხმაურის მიზეზი. ეჭვი არავის ეპარება, რომ ის სწორედ სუპერმოდელს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ აბელი და ბელა ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებოდნენ, შემდეგ დაშორდნენ და კვლავ შერიგდნენ. საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს 2018 წელს გაეყარა.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი