თქვი დიახ – Si by Giorgio Armani

    2019 წლის მარტიდან სუნამოების მოყვარულებს სიახლე ელოდებათ – გაყიდვაში გამოვა ჯორჯო არმანის Si Fiori -ის ახლებური, ვარდისფერი ვერსია. თქვი დიახ/#SaySi – არმანის ახალი გზავნილი თვითგამოხატვა და თავდაჯერებულობაა.

    Si Fiori წარმოადგენს ნეროლისა და ხმელთაშუა ზღვის თეთრი ყვავილის ნაზავს, რომლისთვისაც დამახიასიათებელია ციტრუსოვანი სურნელი. ნეროლი არის ზეთი, რომელიც ხშირად გამოიყენება სუნამოების დასამზადებლად.

    მის შემადგენლობაში შედის: შავი მოცხარი, მწვანე მანდარინი, ნეროლი, პაჩული, მუხის ხავსი, ვარდი, ვანილი და თეთრი მუშკი.

    სუნამოს სახე კვლავ ოსკაროსანი ქეით ბლანშეტია.

    Si საუკეთესო გზავნილია, რომელიც შეგიძლია ქალბატონებს აჩუქო ყოველ დილით, შენ საკუთარ თავს მოიცავ სურნელით, რომელიც  სამყაროს ეუბნება – დიახ. მე ყოველთვის ვამბობ Si! ეს ხანდახან შეიძლება სარისკოც იყოს, მაგრამ ზუსტად რისკს მივყავართ ახალ თავგადასავლებთან და ემოციებთან”- ასე ახასიათებს სუნამოს მსახიობი.

    ვიდეო რგოლში, რომელიც არმანის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, შეგიძლიათ ისიც ნახოთ, თუ როგორ მიმდინარეობდა გადაღებები.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი