ტურისტი ხარ თუ მოგზაური?

    ზოგისთვის “ტურისტი” და “მოგზაური” ერთი და იგივე რამაა – ასოცირდება ადამიანთან, რომელიც სახეზე ღიმილით და ხელში ფოტოაპარატით დადის ქუჩაში და იღებს ყველაფერს… თუმცა, ამ ორ სიტყვას შორის დიდი განხსვავებაა.

    ტურისტები

    ადგილობრივებისათვის ადვილია ტურისტების შემჩნევა, მუდმივად იყენებენ ფოტოკამერას და რუკას. აცვიათ უბრალოდ.

    ისინი ერთ ადგილას დიდხანს არ რჩებიან, მუდმივად იცვლიან ღამის გასათევს.

    ხშირ შემთხვევაში, საუბრობენ ინგლისურ ენაზე და არ ცდილობენ ისწავლონ ადგილობრივი ენა.

    ტურისტები თავისუფლად გრძნობენ თავს ნებისმიერ ადგილას და სიტუაციაში. ადვილად ერგებიან უცხო გარემოს.

    ძირითადად გადაადგილდებიან ფეხით და სტუმრობენ მხოლოდ დიდ ქალაქებს.

     

    მოგზაურები

    ტურისტებისგან განსხვავებით, მოგზაურებისთვის კომფორტი მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ გამოიყურებიან. ხშირად სტუმრობენ პატარა სოფლებსა და ქალაქებს. მუდმივად ცდილობენ ისწავლონ ადგილობრივი კულტურა, ენა და მეტი გაიგონ ტრადიციების შესახებ.

    ადგილობრივებთან ურთიერთობა მათთვის დიდ სიამოვნებასთან, გამოცდილების მეღებასთან და სასიამოვნო ემოციების დაგროვებასთან ასოცირდება.

    კეთილგანწყობილები არიან მასპინძლების მიმართ, ენდობიან ხალხის რჩევას, სტუმრობენ ისეთ ადგილებს, სადაც ტურიზმი არაა განვითარებული, შესაბამისად, უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა მათი მოგზაურობა.

    რჩევა ტურისტებს

    ყველაფრის ფოტოზე აღბეჭდვა კარგია, მაგრამ ეცადეთ, მეტად გაიხსნათ – ეკონტაქტოთ ადგილობრივებს და აჩვენოთ მათ თქვენი ინტერესი მათი ქვეყნის/ქალაქის მიმართ. ესაუბრეთ ინგლისურად მოლაპარაკე ადგილობრივებს ღირსშესანიშნავობებზე, რომლებიც შესაძლოა თქვენს რუკაზე არ არის აღნიშნული. ეს თქვენს მოგზაურობას უფრო საინტერესოს გახდის და ადგილობრივების სიმპატიასაც დაიმსახურებთ. სახლში დატოვეთ თქვენი თეთრი კედები, დააკვირდით როგორ აცვიათ ადგილობრივებს და სცადეთ მოირგოთ მათი მსგავსი ტანსაცმელი – მოკლედ, სადაც ხართ, იქაური ქუდი დაიხურეთ 🙂 ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან იარეთ ფეხით ქუჩებში. შესაძლოა, ისეთი აღმოჩენები გააკეთოთ, რომელიც მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდებათ.

    რჩევა მოგზაურებს

    თუ თქვენ მოგზაური ხართ, რომელიც დაინტერესებულია ადგილობრივი ხალხის კულტურით, ენით, ტრადიციებით და გაინტერესებთ იმ ქვეყნის სამზარეულო, რომელსაც სტუმრობთ, გირჩევთ, ერთი დღე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გაატაროთ, დააგემოვნოთ მათი კერძები და დააკვირდეთ ხალხს. გაესაუბრეთ სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანს. შესაძლოა ძალიან საინტერესო დღეები გაატაროთ საფრანგეთის რომელიმე სოფელში ან პატარა ქალაქში, მაგრამ ნუ დაივიწყებთ ტურისტულად აქტიურ ადგილებს – ყველას უნდა ჰქონდეს ფოტო ეიფელთან.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი