უბერებელი სილამაზე – 55 წლის მონიკა ბელუჩი პარიზში

    პლანეტის ყველა დროის ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული იტალიელი მსახიობი, მონიკა ბელუჩი პარიზში Grand Halle de la Villette -ში გამართულ Jam Capsule -ს გამოფენას დაესწრო. 55 წლის მსახიობი გამოფენაზე საყვარელი მამაკაცის, 36 წლის ნიკოლას ლეფებრის გარეშე შენიშნეს.
    ,,მამაკაცს, რომელსაც მთელი ცხოვრება დავუკავშირე არ აქვს იგივე სამუშაო რაც მე. ის ბევრს მოგზაურობს. მისი ცხოვრების მრავალფეროვანი და აქტიური სტილი კი ავსებს ჩემსას’’ – განაცხადა მსახიობმა.
    იტალიელმა ვარსკვლავმა გალერიის დირექტორთან, ტომ ვოლფთან ერთად ფოტო გადაიღო. მონიკას შავი ფერის, Flared სტილის Jampsuit ეცვა, რამაც მის ელეგანტურობას კიდევ უფრო გაუსვა ხაზი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი