უძილობის ხშირი მიზეზი ძილზე პასუხისმგებელი ჰორმონის, მელატონინის დეფიციტია

    როგორ შევარჩიოთ სწორად მელატონინის შემცველი საკვები დანამატი?

    მსოფლიოში  ყოველი 3 ზრდასრულიდან 1 ადამიანი უძილობით იტანჯება, რაც მილიონობით ადამიანის ცხოვრების ხარისხს აუარესებს. მელატონინი ძილზე პასუხისმგებელი ბუნებრივი ჰორმონია, რომელიც ჩვენს მშვიდ და სრულფასოვან ძილს განაპირობებს. სწორედ ამიტომ, უძილობის პრობლემის მოსაწესრიგებლად, ყველაზე ხშირად მოხმარებადი მელატონინის შემცელი საკვები დანამატებია.

    რას წარმოადგენს მელატონინი, რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ მელატონინის შემცველი საკვები დანამატის შერჩევისას? რა უპირატესობით სარგებლობს „მელამერინ პრემიუმი” – პრემიუმ ხარისხის, სუფთა სახის მელატონინი?

    ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება ექიმი-ნევროლოგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების დეპარტამენტის“ ხელმძღვანელი, „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი, ნინო გზირიშვილი.

    ქ-ნო ნინო, დღეისათვის უძილობის სამკურნალოდ ძალიან პოპულარულია მელატონინის შემცველი დანამატები. რა არის მელატონინი და რა ფუნქცია აკისრია მას ჩვენი ორგანიზმისთვის?

    მელატონინი გახლავთ ჩვენი ორგანიზმის ძილზე პასუხისმგებელი ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება  თავის ტვინში არსებულ ჯირკვალში-ეპიფიზში, რომელიც ჩვენს სრულფასოვან ძილს განაპირობებს. ანუ პასუხისმგებელია  ძილ-ღვიძილის ნორმალურ რიტმზე – ბიოლოგიური საათის გამართულ მუშაობაზე.  მელატონინი მგრძნობიარეა სინათლის სხივების მიმართ, ამიტომ მისი გამომუშავება ორგანიზმში იწყება შებინდებისას, დილით კი პროდუქცია იკლებს. მელატონინი განაპირობებს ძილის ცირკადულ რიტმს: მარტივად  ჩაძინება, გვეხმარება იმაში, რომ ხშირად არ გაგვეღვიძოს, ადრეულად გაღვიძებისას მარტივად შევიბრუნოთ ძილი და გამოვიძინოთ სრულფასოვნად.  მელატონინს  თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ “ ეპიფიზის საჩუქარი“,  რადგან პასუხისმგებელია არა მხოლოდ სრულფასოვან ძილზე, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, რადგან მელატონინის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორები თითქმის ყველა უჯრედში გვაქვს. მელატონინის ნორმალური და გამართული პროდუქციის შედეგად, მცირდება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი, მათ შორის, სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური პათოლოგიები, ძლიერდება იმუნური სისტემა.

    მელატონინი ძალიან სენსიტიური ბუნებრივი ჰორმონია, რომლის პროდუქცია ორგანიზმში, შესაძლოა, შემცირდეს მრავალი ფაქტორის დროს:  სეკრეცია ასაკის მატებასთან ერთად იკლებს, ასევე სტრესის, შფოთვის, სხვადასხვა ნევროლოგიური პრობლემებისას,  ქრონიკული დაავადებებისას, ჰორმონალური დისბალანსის დროს,  ტოქსიური ნივთიერებების მოხმარებისას, მათ შორის, ალკოჰოლის, სხვადასხვა მედიკამენტების მიღებისას, არასათანადო ძილის ჰიგიენისას, მოგზაურობისას (დროის სარტყლის ცვლილება), ასევე მიზეზი გენეტიკური ფაქტორიც შეიძლება იყოს.  ამიტომ ვინაიდან მელატონინის დეფიციტი პირდაპირ კავშირშია ძილის დარღვევებთან და უძილობასთან, დეფიციტისას, აუცილებელია მისი საკვები დანამატის სახით მიღება, რათა დროულად აღმოიფხვრას პრობლემა და მდგომარეობა არ გართულდეს.

    ქ-ნო ნინო, რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ მელატონინის შემცველი საკვები დანამტების შერჩევისას? რა გამოარჩევს  „მელამერინ პრემიუმს“?
    მელატონინის შერჩევისას, ჩვენთვის, კლინიცისტებისთვის, ასევე პაციენტებისთვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია მისი წარმოების ხარისხი და თვითონ მწარმოებელი კომპანია, აუცილებლად მელატონინი უნდა იყოს სუფთა სახის, ყოველგვარი დანამატებისა და მინარევების გარეშე, რაც მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას განაპირობებს, ასევე მნიშვნელოვანია, მოწოდებული იყოს ოპტიმალური, რეკომენდებული დოზით. 

    „მელამერინ პრემიუმი“ არის უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ ხარისხის  მელატონინი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ზემოაღნიშნულ კრიტერიუმს, რაც  გასათვალისწინებელია პრეპარატის შერჩევისას. პირველ რიგში, მელამერინ პრემიუმი“ იწარმოება ევროკავშირის მაღალი სტანდარტებითა და ტექნოლოგიით,  მას წარმოადგენს 30-ზე მეტ წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკი, რომელიც ევროპაში არის ლიდერი და ინოვატორი  საკვები დანამატების წარმოების მიმართულებით,  აქვს მრავალი ჯილდო და წარმოების ხარისხის სერტიფიკატი, მათ შორის, GMP, HACCP და ISO 13485. ამიტომ მისი ბრენდები ყოველთვის მაღალ ხარისხთან და სანდოობასთან ასოცირდება. წარმოებასთან და სანდოობასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ  ბრენდში მელატონინი არის  სუფთა სახით წარმოდგენილი, ყოველგვარი დანამატის, ემულგატორების და სხვა მავნე  მინარევების  გარეშე, ანუ სრულად  ძილზე პასუხისმგებელი ბუნებრივი ჰორმონის, მელატონინის იდენტურია და მარტივად აითვისება ორგანიზმის მიერ,  არის სრულიად უსაფრთხო, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.  რა თქმა უნდა, ეს ყოველივე, უსაფრთხოების გარდა, მის შედეგიანობას განაპირობებს. 

    ასევე აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა დოზას,„მელამერინ პრემიუმი“ შეიცავს ზუსტად იმ ოპტიმალურ დოზას  – 3 მგ-ს, რაც მოწოდებულია ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ და არის უსაფრთხო, მათ შორის ხანგრძლივი გამოყენებისთვის. არ იწვევს დღის მანძილზე მოთენთილობასა და ძილიანობას, არ ახასითებს მიჩვევა და ე.წ. მოხსნის სინდრომი. 

    ქ-ნო ნინო, როგორ გვეხმარება „მელამერინ პრემიუმი“ უძილობის მოგვარებაში და რა დროს უნდა მივიღოთ ის?

    ვინაიდან მელამერინ პრემიუმი გახლავთ ძილზე პასუხისმგებელი მელატონინის შემცველი პრემიუმ ხარისხის ბრენდი, ის ბუნებრივად აწესრიგებს ძილის ფიზიოლოგიურ რიტმს, კერძოდ, ძილის წინ 30 წუთით ადრე „მელამერინ პრემიუმის“ მიღება გვიმარტივებს ჩაძინების პროცესს, გვიცავს ხშირი გამოღვიძების ეპიზოდებისგან, ღამით გამოღვიძების შემთხვევაში კი გვეხმარება ძილის შებრუნებაში და სრულყოფილ ძილში. მშვიდი, სრულფასოვანი ძილის შემდეგ, მეტად ენერგიული და პროდუქტიულია ადამიანი, გამოძინებული ორგანიზმი უფრო რეზისტენტული ხდება სტრესული ფაქტორების მიმართ, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მელამერინი გვიხნის შფოთვას, ემოციურ დისბალანსს, განაპირობებს ჩვენს ემოციურ  და გონებრივ კეთილდღეობას და ზოგადად, გვიუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, რადგან ძილის პრობლემების მოწესრიგებასთან ერთად, როგორც უკვე აღვნიშნე, მელატონინს უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია მთლიანად ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.

    ქ-ნო ნინო, რა ზოგადი ქცევითი რეკომენდაცია შეიძლება მისცეთ ადამიანებს, ვინც უძილობით იტანჯება?

    აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ძილის ჰიგიენა, რაც დაეხმარება ჩვენს ორგანიზმს მელატონინის როგორც გამომუშავებაში, ასევე გარედან მიღებული მელატონინის ათვისებასა და ფუნქციონირებაში: ეცადეთ, დაიძინოთ და გაიღვიძოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. შეიქმენით მშვიდი გარემო საძინებელში, ოთახი უნდა იყოს გრილი, ბნელი და მშვიდი, მოერიდეთ ძილის წინ ელექტრო მოწყობილობების გამოყენებას, ხმაურს. სასურველია, ძილის წინ, სარელაქსაციო აქტივობები, როგორიცაა, თბილი აბაზანა, კითხვა, რა თქმა უნდა, ამასთანავე, მნიშვნელოვანია სტრესისგან თავის არიდება დღის მანძილზე, და ბალანსებული დიეტა. 

    უძილობის პრობლემისას, აუცილებელია პრობლემის დროულად მოწესრიგება და შესაბამის სპეციალისტთან მიმართვა პროცესის გაღრმავებისა და გართულების თავიდან ასარიდებლად. 

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი