სახელდახელო ხაჭოს მაჭკატი საყვარელი საჭმელია ბავშვებისთვის და არა მხოლოდ ბავშვებისთვის. მათი მომზადება ძალიან მარტივია.
ჯერ მოვიმარაგოთ მასალა:
ხაჭო – 400 გრ
შაქარი –2 ს.კ.
მანანის ბურღული–2 ს.კ.
კვერცხი–1 ცალი
ვანილი– გემოვნებით
ხაჭო – 400 გრ
შაქარი –2 ს.კ.
მანანის ბურღული–2 ს.კ.
კვერცხი–1 ცალი
ვანილი– გემოვნებით
შემეგ, დავაბლენდეროთ ხაჭო, შაქარი და კვერცხი; კოვზით შევურიოთ მანანის ბურღული და გავაკეთოთ პატარა გუნდები. გავაბრტყელოთ ფქვილიან ზდაპირზე, შუაში დავაწყოთ მრგვალად დაჭრილი ბანანის ნაჭრები და შევკრათ გუნდებად ფქვილიანი თითებით. შევწვათ ცხიმწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.
ბავშვებს შეგიძლიათ თეფშზე არაჟანიც დაუდოთ, თქვენთვის კი იოგურტი ან მაწონი იმყოფინეთ (გაწურული მაწონი ჯობია რადგან სიმჟავე არ აქვს).
ეს ნუგბარი მალე მზადდება და თქვენს ოჯახს ძალიან ასიამოვნებთ!
თქვენი მარი მილორავა













