ჩანთა ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად შესარჩევი აქსესუარია. შესაძლოა, მთელი დღე იაროთ მაღაზიიდან მაღაზიაში, მაგრამ ვერ იპოვოთ ის, რასაც ეძებთ… ან, შეიძლება არც იცოდეთ კონკრეტულად როგორი გინდათ, მაგრამ კარგმა ჩანთამ პირველივე დანახვისას წარუშლელი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს და აღძრას სურვილი, რომ აუცილებლად თქვენი გახდეს.
იმისათვის, რომ იდეალური ჩანთის შერჩევა გაგიადვილოთ და თან 2020 წლის ყველაზე ცხელ-ცხელი ტრენდები გაგაცნოთ, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ფოტოები ნიუ-იორკის მოდის კვირეულიდან. თქვენ წინაშეა ცნობილი დიზაინერების საუკეთესო ნამუშევრები.


































