უმა თურმანი 50 წლის გახდა!

    “მოკალი ბილის” და “მაკულატურას” ვარსკვლავი, უმა თურმანი 50 წლის გახდა! გამორჩეული გარეგნობისა და ქარიზმის წყალობით მისი კარიერული აღმასვლა საბავშვო ფილმებში მონაწილეობიდან, მალევე დაიწყო.

    უმა ბოსტონში, პროფესორისა და შვედური წარმომავლობის მექსიკელი მოდელის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად მას კარუნა ერქვა, თუმცა მოგვიანებით ეს სახლი კარენით ჩაანაცვლა. 14 წლის იყო, როდესაც ერთ-ერთ თეატრალურ წარმოდგენაში შენიშნეს და მსახიობობა შესთავაზეს. რამდენიმე წელი მოდელად იმუშავა და საბავშვო ფილმებშიც მიიღო მონაცილეობა. შემდეგ კი ითამაშა ფილმში “სახიფათო ურთიერთობები” და მუშაობა მოუწია ჯონ მალკოვიჩთან, გლენ გლოსთან და მიშელ ფაიფერთან. ფილმმა სამი ოსკარი მიიღო, რეჟისორებმა კი უმა შეამჩნიეს.

    პრიველი სერიოზული ნაბიჯი 1994 წელს მისთვის “მაკულატურა” იყო. უმა ამ როლისთვის ოქროს გლობუსზე და ოსკარზე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში წარადგინეს და მოულოდნელად, ყველაზე პოპულარულიც გახდა.

    “მოკალი ბილის” გადაღებამდე უმამ რამდენიმე როლი ითამაშა, თუმცა, ტარანტინოს მიერ შექმნილი პერსონაჟი ყველაზე დასამახსოვრებელი გახდა. როგორც ცნობილია, ტარანტინომ სცენარი სპეციალურად უმასთვის დაწერა და მისი შთაგონების ერთადერთი წყარო იყო. უმას ორსულობის პერიოდში კი გადაღებები გააჩერა და დაელოდა, რადგან არ სურდა მისი სხვა მსახიობით ჩანაცვლება.

    უმა თურმანი აგრძელებს თავის კარიერას, ცოტა ხნის წინ დებიუტი ჰქონდა ბროდვეის თეატრშიც.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი