უმადობა ბავშვებში – მიზეზები და რეკომენდაციები

    რა ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ბავშვებში  სასარგებლო საკვები პროდუქტების არადაბალანსებულად მიღება და რა იწვევს უმადობას? აღნიშნულ საკითხზე სამედიცინო ჰოლდინიგ მედისონისპედიატრი ანა მაღრაძე გვესაუბრება:

    მშობლები ყველაზე ხშირად ბავშვების უმადობის შესახებ   ჩივიან. მადის დაქვეითების სხვადასხვა მიზეზი არსებობს. გასათვალისწინებელია ის, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკის ჯანმრთელ  ბავშვებს ხშირდ უქვეითდებათ მადა, რაც ფიზიოლოგიურ პროცესებთანაა დაკავშირებული, რადგან, დაბადების პირველ  წელთან შედარებით, მცირდება ფიზიოლოგიური ზრდის ტემპი, რის გამოც მცირდება ორგანიზმის ნუტრიენტებზე მოთხოვნილება. ხოლო 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირად ეს უკავშირდება  კბილების ამოსვლის პროცესს, საკვების ცვლილებას და მყარი საკვების რაციონში დამატებას.

    ხშირად,  უმადობის მიზეზი შეიძლება იყოს  ნაკლები ფიზიკური აქტივობა, რაც პანდემიის პირობებში, შეიძლება ითქვას, ცხოვრების წესად იქცა. მეტად  სერიოზულ  მიზეზებად შეიძლება ჩავთვალოთ ცენტრალური ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასუნთქი გზების დაავადებები. უმადობა ძალიან ხშირად გვხდება ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისას, დიარეის ან ყაბზობის, ანგინის, ტონზილიტის მიმდინარეობისას.  მოზარდთა ასაკში კი მადის დაქვეითების მიზეზი ხშირად  შეიძლება იყოს ანემია, სტრესი და დეპრესია. უმადობას, შესაძლოა, ანტიბიოტიკები  და ზოგიერთი სხვა მედიკამენტი იწვევდეს. აგრეთვე, დღის განმავლობაში ხშირ-ხშირი წახემსება, ტკბილეულისა და გაზიანი სასმელის მიღებაც.

    რა საფრთხეს უქმნის ბავშვის ორგანიზმს უმადობა?

    უმადობის დროს ბავშვი უარს აცხადებს საკვებზე. დაბალანსებული და  ჯანსაღი საკვები კი ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მთავარი წყაროა. განსაკუთრებით ზამთარში, საკვები რაციონი ღარიბია ვიტამინებით და მინერალებით, გაზაფხულზე კი იზრდება  მოთხოვნა ნუტრიენტების მიმართ. სწორედ ამიტომ, ეს პრობლება თავს იჩენს ისეთ  ბავშვებში, რომლებსაც არ უყვართ ხილ–ბოსტნეული და ხორცი, ხშირად  აღენიშნებათ  ჰიპო და ავიტამინოზი, რომელიც, თავის მხრივ,  იწვევს ისეთი პრობლემებს, როგორებიცაა: ანემია, კანის სიმშრალე, საერთო სისუსტე და  მოთენთილობა, კონცენტრაციის გაუარესება, ყაბზობა, მცირე სხეულის მასა ან ჭარბი წონა, სიმაღლეში ზრდის შეფერხება ან კარიესი.  ხშირი ავადობა ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა, რადგან ეს ყველაფერი მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და აქვეითებს მას.

    როგორ ვებრძოლოთ უმადობას?

    უპირველეს ყოვლისა, ბავშვის რაციონში  უნდა შეიზღუდოს  დიდი რაოდენობით ცხიმის მიღება. შაქარი, მარილი და გაზიანი სასმელი კი საერთოდ უნდა ამოვიღოთ მათი დღის წესრიგიდან. აუცილებლად გასათვალისწინებელია  საკვების ულუფა და მიღების ჯერადობა. ეცადეთ, ბავშვს ჩამოუყალიბდეს ჯანსაღი კვების რეჟიმი, იკვებოს ერთსა და იმავე დროს, ულუფების რაოდენობა არ უნდა იყოს მისი ასაკისთვის გათვალისწინებულზე მეტი. კვებიდან კვებამდე შუალდებში არ მისცეთ ე.წ სასუსნავები. სასურველია საკვების მომზადების პროცესში ბავშვის ჩართვა, ასეთ დროს ინტერესი და ნდობა მომზადებული კერძის მიმართ უფრო მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის რაციონი იყოს მრავალფეროვანი, ვიზუალურად მიმზიდველი, მდიდარი ცილებით, ჯანსაღი ცხიმებით, ნახშირწყლებითა და უჯრედისით, რომელთა მთავარ წყაროცაა  ხილი-ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული და ბურღულეული.

    ხშირად, მიუხედავად მშობლის მრავალი ძალისხმევისა, ბავშვები მაინც უარს ამბობენ ჯანსაღ, სასარგებლო საკვებზე. როგორ მოვიქცეთ?

    თუ ბავშვს აქვს უმადობა ან არ იღებს სათანადო რაოდენობით სასარგებლო, ჯანსაღ საკვებს, მით  უმეტეს, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როდესაც ისედაც მაღალია ორგანიზმის მოთხოვნილება სხვადასხვა ნუტრიენტებზე, ერთი  მხრივ, მადის გაუმჯობესებისა და, მეორე მხრივ, ბავშვის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ბალანსის აღდგენისთვის მივმართავთ მულტივიტამინურ კომპლექსებს.  თავის მხრივ, ასეთი კომპლექსი ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას.

    როგორ შევარრჩიოთ კომპლექსი ბავშვებსითვის?

    როდესაც ვირჩევთ მულტივიტამინურ კომპლექსს, აუცილებლად  უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგან ზოგჯერ მისი შემადგენელი კომპონენტები არაა  დაბალანსებული ან  დოზები გადაჭარბებულია, რაც ზრდის ჰიპერ ან ჰიპოდოზირების რისკს. აგრეთვე, შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა დანამატს, რაც ზრდის ალერგიებისა და სხვა გვერდითი მოვლენების რისკს და ა.შ.   ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ შევარჩიოთ ევროპული, სანდო მწარმოებელი კომპანიის, სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, რომელსაც ექნება ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მაღალი პროფილი, გამყარებული კლინიკური  კვლევებითა და რეკომენდაციებით. ჩემს პატარა პაციენტებს ხშირად ვურჩევ მათთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ  ევროპულ  ბრენდ  მარსიანჩიკს, რომელიც რეკომენდებულია საქართველოს პედიატრთა აკადემიის მიერ, რაც ჩემთვის ნდობის მაღალ  გარანტს წარმოადგენს.  განსაკუთრებით  უმადო და  ხშირად   მოავადე ბავშვებისთვის  უპირატესობას ვანიჭებ მარსიანჩიკის სიროფს, რომლის შემადგენელი კომპონენტები იდეალურადაა დაბალანსებული და რეკომენდებული დღიური დოზების გათვალისწინებით. მომწონს ის, რომ მარსიანჩიკი სიროფის მადის გასაუმჯობესებელი მოქმედება არ არის დამოკიდებული ცნს-ზე და არ იწვევს მიჩვევას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ შეიცავს შაქარს, გლუტენსა და სხვა დანამატებს, ამიტომ ეფექტიანთან ერთად, არის სრულიად უსაფრთხო. როგორც უკვე ვისაუბრეთ, ბავშვებს ჰიპო და ავიტამინოზთან ერთად აღენიშნებათ  ხშირი ავადობა, ანემია, სისუსტე და სხვა პრობლემები, მარსიანჩიკის სიროფი კი სწრაფად აღადგენს ბავშვის ორგანიზმში ყველა აუცილებელი ვიტამინისა და მინერალის ბალანსს, ხელს უწყობს პატარას ჯანსაღ ზრდა-განვითარებასა და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სეზონური, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ.  ჩემთვის, როგორც პედიატრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარსიანჩიკი სიროფის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. ჩემი პატარა პაციენტების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გარანტად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ მულტივიტამინური კომპლექსი მარსიანჩიკი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი