უსაზღვროდ ფემინური ემილი რატაჟკოვსკი

    ემილი რატაჟკოვსკი ხშირად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში და საკუთარ თავს ფემინისტს უწოდებს. იგი საინტერესო ესეს აქვეყნებს, სადაც ფემინურობაზე, ადამიანების დამოკიდებულებაზე, საკუთარი თავის აღქმასა და ფემინიზმზე საუბრობს.

    “ორი წლის წინ, ჩემს მეგობრებთან ერთად ვატარებდი შვებულებას. მათ აღნიშნეს რომ “ჰიპერ ფემინური” ვარ და მე იმ მომენტში თავი უცნაურად ვიქგრძენი…”

    “ბავშვობაში სულ მეუბნებოდნენ, რომ თუ თამამად ჩავიცვამდი, სერიოზულად არავინ შემომხედავდა. “პატივისცემას ვერასოდეს დაიმსახურებ” – ჩემი მასწავლებლის ეს სიტყვები თავიდან არ ამომდის…”

    “დიახ, მე ვარ ქალური, რადგან ბავშვობიდან მიყვარდა გაპრანჭვა და ტუჩსაცხების ჩაცმა. მომწონს როდესაც სექსუალური ვარ და ეს არის ჩემი არჩევანი.”

    “ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, თუ რატომ გამორიცხავს სექსუალობა ჭკუასა და სერიოზულობას. რატომ ფიქრობს ხალხი, რომ სექსუალური ადამიანი არც ჭკვიანია და არც სერიოზული, ან პირიქით?”

    “სამწუხაროდ, ხშირად ქალები კარგავენ პატივისცემას, როდესაც ხაზს უსვამენ საკუთარ სილამაზეს…”

    ახალ ფოტოს, რომელიც Harpers Bazaar-მა ესესთან ერთად გამოაქვეყნა, ემილი ასე ხსნის:

    “ძირითადად ვიპარსავ, მაგრამ ზოგჯერ თმას საშუალებას ვაძლევ გაიზარდოს და ეს არის ის, რაც მაგრძნობინებს ჩემს სექსუალობას…”

    მოდელი აღნიშნავს, რომ ყველა ქალი იმსახურებს პატივისცემას და  ღირსეულ მოპყრობას, მიუხედავად იმიჯისა და იმისა, თუ როგორ წარუდგენს საზოგადოებას საკუთარ თავს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი