„ვაკის საცურაო აუზს“ ახალი ლოგო აქვს

    6 ივნისს ,,ვაკის საცურაო აუზმა“ ახალი ლოგო გამოაქვეყნა, რომელშიც გაჩნდა ახალი საკვანძო ელემენტები. ლოგო ვიზუალურად „ვაკის აუზს“ გამოსახავს, ერთ-ერთი ელემენტი კი მისი დაარსების წელია.

    „ვაკის აუზი“ 1965 წელს დაარსდა. მას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. 2004 წლიდან ის გახდა თბილისის ყველაზე პოპულარული საცურაო აუზი და უამრავი ადამიანის თავშეყრის საყვარელი ადგილი. წლების განმავლობაში შენობა რამდენჯერმე გაახლდა. მათთვის, ვისი მიზანიც ჯანმრთელობაზე ზრუნვა და იდეალური სხეულია, ის უნიკალურ მულტიფუნქციურ სივრცედ იქცა, სადაც ყველაფერია – მათ შორის, სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი საცურაო აუზი “საჭყუმპალაო” რომელიც სისუფთავისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

    „ვაკის საცურაო აუზს“ აქვს ამბიცია, რომ იყოს ყველაზე სუფთა. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და ყოველთვიურად წყალს ლაბორატორიულად ამოწმებენ. „ვაკის აუზი“ოლიმპიური სტანდარტის აუზია ევრო 5 სტანდარტის ფილტრაციით, რაც ნიშნავს წყლის კვარცის ქვიშით, ულტრაიისფერი სხივებით გაფილტვრასა და ქიმიურ დამუშავებას (საბავშვო აუზში ქლორის შემცველობა შედარებით ნაკლებია, ვიდრე ძირითად აუზში). ყოველ ღამე, აუზის ფსკერს ე.წ. რობოტი მტვერსასრუტი 2 საათის განმავლობაში ასუფთავებს, ყოველ მესამე დღეს კი აკვალანგისტები წმენდენ. სპეცდასუფთავების ჯგუფი ქიმიურად ამუშავებს და დეზინფექციას უტარებს აუზის მთლიან ტერიტორიას, საშხაპეებს, გასახდელებს, საუნებს, ჯაკუზებსა და ფოიესაც კი.

    ვისაც ცურვა უყვარს, მათთვის აუზის სიგრძე და სიღრმე ყველაზე მნიშვნელოვანია. რადგან „ვაკის საცურაო აუზი“ ოლიმპიური სტანდარტებით გამოირჩევა, მას კონუსური ფსკერი აქვს. აუზის სიგრძე 50 მეტრია, სიგანე – 22 მ, მინიმალური სიღრმე 1,70 მეტრია, ხოლო მაქსიმალური -7,20 მეტრი. აუზი დაყოფილია 7 ბილიკად.

    „ვაკის საცუარაო აუზზე“ დაახლოებით 110 ადამიანია დასაქმებული. მათი პროფესიონალიზმი და განსაკუთრებული მიდგომები „ვაკის საცურაო აუზს“ ხარისხს უნარჩუნებს და გამორჩეულს ხდის.

    შეგახსენებთ რომ „ვაკის საცურაო აუზს“ წელს ახალი მფლობელი ჰყავს. ადმინისტრაციის განმარტებით, „ვაკის საცურაო აუზი“ ყოველთვის იქნება გამორჩეული მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ყველა პირობა იქნება იმისათვის, რომ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა სასიამოვნო და კოფორტული იყოს!

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი