ტოკიოში “ვალენტინოს” 2019 წლის წინასაშემოდგომო კოლექციის ჩვენება გაიმართა

    ცოტა ხნის წინ, ტოკიოშო  “ვალენტინოს” 2019 წლის წინასაშემდგომო ჩვენება გაიმართა. კოლექცია გაჯერებულია ტოკიოს ყოველდთიური სტილით და შექმნილია ევროპული და იაპონური კულტურის გავლენით. გამოყენებულია ვალენტინოს წითელი, შავი და თეთრი ფერები. შეგახსენებთ, რომ ვალენტინო გარავანი განსაკუთრებული წითელი ფერის გამოყენებით გახდა ცნობილი.

    ამჟამინდლელი კრეატიული დირექტორი, პიერპაოლო პიჩიოლი შთაგონებისთვის აქტიურად იყენებს “ვალენტინოს” არქივებს. “ვალენტინოს” ლოგო მან 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისათვისაც გამოიყენა. იგი აქტუალობას არც წინასაშემოდგომო კოლექციაში კარგავს.

    ჩვენებაში გაერთიანებულია ქალისა და მამაკაცის სამოსი, რაც “ვალენტინოსთვის” სიახლეა, რადგან როგორც წესი, ქალისა და მამაკაცის კოლექციების ჩვენებები ცალ-ცალკე იმართება ხოლმე. ჩვენებაზე ასევე წარმოდგენილი იყო საღამოსა და კოქტეილის კაბები. დასრულების შემდეგ პიერპაოლო პიჩიოლიმ ყველას მადლობა გადაუხადა.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი