როგორ ავირიდოთ ბუასილის შემაწუხებელი სიმპტომები დღესასწაულების შემდეგ?

    ახალი წლის დღეებს თან ახლავს გემრიელი საახალწლო სუფრა, მრავალფეროვანი საკვები და ტკბილეული, რაც აისახება  კუჭ-ნაწლავზე და  ხშირ შემთხვევაში ჰემოროიდული დაავადების, ანუ ბუასილის გამწვავებასაც იწვევს. 

    რა შეიძლება გახდეს დღესასწაულების შემდეგ ბუასილის გამწვავების მიზეზი, როგორ ავირიდოთ შემაწუხებელი ჩივილები იხილეთ სტატიაში.  

    ბუასილი, იგივე ჰემოროიდული დაავადება, გამოწვეულია სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევით. ეს იწვევს ანუსისა და მისი ქვედა ნაწილის ვენების შეშუპებას, გაფართოებასა და სისხლის შეგუბებას. ამ მდგომარეობას ხშირად თან ახლავს ჰემოროიდული კვანძის გადიდება და ისეთი შემაწუხებელი სიმპტომები, როგორიცაა: ანალური ტკივილი, დეფეკაციისას სისხლდენა, გამონადენი და სისველე, ანალური გაღიზიანება და ქავილი.

    ბუასილის გამწვავების მიზეზები დღესასწაულების შემდეგ შესაძლოა იყოს: 

    კვებისმიერი  ცვლილებები: ნოყიერი, ნახშირწლოვანი,  ცხიმიანი,  ან ცხარე საკვების მიღებამ და ბოჭკოვანი საკვების მოხმარების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა, ნაწლავის მოძრაობის დროს დაძაბვა, ვენების გაფართოება  და ჰემოროიდული კვანძის ჩამოყალიბება. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას ხდება ორგანიზმის გაუწყლოება, რაც იწვევს განავლის გამკვრივებასა და ჰემოროიდების გამწვავებას.

    შემცირებული ფიზიკური აქტივობა: სადღესასწაულო პერიოდებში ხანგრძლივი ჯდომა, ნაკლები მოძრაობა ზრდის ზეწოლას რექტალურ მიდამოზე. ყოველდღიური რუტინის  ცვლილება, დღისა თუ ძილის რეჟიმის დარღვევა ორგანიზმისთვის სტრესია, რაც თავის მხრივ, ნაწლავების მოძრაობის დარღვევასა და ჰემოროიდული დაავადების გამწვავებას იწვევს. 

    იმისითვის, რომ თავიდან აირიდოთ ბუასილის გამწვავება,  აუცილებელია

    დალიოთ ბევრი წყალი განავლის სირბილის  შესანარჩუნებლად და შეკრულობის თავიდან ასაცილებლად.

    მიირთვათ ბოჭკოებით მდიდარი საკვები: ჩართეთ ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და თხილი საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. შეზღუდეთ ალკოჰოლი და კოფეინი დეჰიდრატაციისა და ყაბზობის თავიდან ასარიდებლად. იყავით აქტიური: სასურველია გააკეთოთ  მსუბუქი ვარჯიშები, იარეთ ფეხით და უფრო მეტად იმოძრავეთ, მოერიდეთ ხანგრძლივ ჯდომას ანალურ მიდამოზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, შეინარჩუნეთ ნაწლავის რეგულარული ჩვევები და დღის რეჟიმი.
    ბუასილის გამწვავებისა და შემაწუხებელი ჩივილებისას რეკომენდებულია:
    თბილი აბაზანები 10-15 წუთის განმავლობაში, დღეში რამოდენიმეჯერ, ასევე, სასურველია ცივი კომპრესიები ადგილობრივი შეშუპების შესამცირებლად, ტკივილისას კი,  საჭიროებისამებრ, შესაძლოა ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება.
    ბუასილის გამწვავების პრევენციისა და სწრაფი, ეფექტური მკურნალობისთვის რეკომენდებულია კომპლექსური მიდგომა – ადგილობრივი საშუალებების (კრემების, მალამოებისა და სუპოზიტორიების) გამოყენება პერორალურ მედიკამენტებთან კომბინაციაში.

    ჰემოროიდული დაავადებისას (ბუასილის),  ნებისმიერ სტადიაზე,  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, შემაწუხებელი სიმპტომების მოხსნისა და  დაავადების გართულების რისკების შესამცირებლად,  რეკომენდებულია ვენოაქტიური საკვები დანამატების გამოყენება. 

    ამ მიზნით განსაკუთრებით ეფექტურია ბრენდი “ვარიქსინალი“, რომელიც ევროპის წამყვან ქვეყნებში ვენების ჯანმრთელობის ექსპერტადაა აღიარებული. “ვარიქსინალი” არის ვენოაქტიური საშუალება, რომლის სპეციალური კომპლექსი უზრუნველყოფს კომბინირებულ და მრავალმხრივ თერაპიულ ეფექტს:

    • ანგიოპროტექტორული და ვაზოპროტექტორული ეფექტით აუმჯობესებს ვენის კედლების სტრუქტურას და ხელს უწყობს სწორ ნაწლავში ნახეთქებისა და ეროზიების შეხორცებას.
    • ვაზოკონსტრიქციული მოქმედებით აუმჯობესებს სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნის რისკს.
    • ვენოტონური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდაციური თვისებებით აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს.
    • სწრაფად ხსნის ბუასილის სიმპტომებს: ანალურ მიდამოში ზეწოლის შეგრძნებას, ტკივილს და ქავილს. ეფექტურად კუპირებს შეშუპებას, ანთებას და სისხლდენას. ახანგრძლივებს რემისიის პერიოდს და აჩერებს დაავადების პროგრესირებას.

    „ვარიქსინალს“ სხვა ვენოაქტიური საშუალებებისაგან გამოარჩევს საუკეთესო ამტანობის პროფილი:
    „ვარიქსინალის“  ხანგრძლივი მიღებისას არ ხდება კუჭ-ნაწავის გაღიზიანება, ყაბზობა და არტერიული ჰიპერტეზია, რაც ძალიან კომფორტულია ადამიანისთვის. დღეში „ვარიქსინალის“ მხოლოდ 2 აბი დაგავიწყებთ ბუასილის პრობლემებს, გიცავთ გართულებებისა და ავადობის რეციდივებისაგან.

    “ვარიქსინალის” ხანგრძლივი მიღება უსაფრთხოა – არ იწვევს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას, ყაბზობას ან არტერიულ ჰიპერტენზიას. დღეში 2 აბის მიღება საკმარისია ბუასილის სიმპტომების სამართავად და დაავადების გართულებებისა და რეციდივების პრევენციისთვის.

    „ვარიქსინალის“ მწარმოებელი გახლავთ ევროპული, OTC-ისა და საკვები დანამატების მწარმოებელი ლიდერი ფარმაცევტული  კომპანია Walmark-ი. ბრენდის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ჰემოროიდული დაავადებისა და ვენური პრობლემებისას დადასტურებულია კლინიკური კვლევებით, რაც მის უსაფრთხოებასა და სანდოობას განაპირობებს როგორც სამედიცინო საზოგადოებაში, ასევე მოსახლეობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

    „ვარიქსინალის“ აბები და გელი ხელმისაწვდომია ყველა სააფთიაქო ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი