ვენეციის არხებში გედები და დელფინები გამოჩნდნენ

    იტალია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც “კორონა” ვირუსმა განსაკუთრებულად დააზარალა. ამჟმად 27.980 დადასტურებული შემთხვა ფიქსირდება, ხოლო აქედან 2,749 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. იტალიის მოქალაქეები თვითიზოლაციაში არიან და შესაბამისად, ქუჩებიც და არხებიც ცარიელია. ხალხი უკვე ალაპარაკდა იმაზე, რომ ჰაერი და წყალი ასეთი სუფთა არასოდეს ყოფილა, როგორც ახლა.

    ვენეციაში, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობსა, თითქმის არც ერთი გონდოლა აღარ დაცურავს. წყალი ისე გასუფთავდა, რომ პატარა თევზებიც კი ჩანს. ახლახან, ვენეციის მაცხოვრებლება ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც კარგად ჩანს, როგორ დაცურავენ არხზე გედები და წყალში კი დელფინები.

    სატელიტით გადაღებულ ფოტოებში კარგად ჩანს, როგორ დაიწია ჰაერის დაბინძურების დონემ იტალიაში კარანტინის გამოცხადების პერიოდში. როგორც European Space Agency აცხადებს, ჰაერში საგრძნობლად შემცირდა ნიტროგენ დიოქსიდის მოცულობა.

    საოცარი და სასირცხვილოა ის ფაქტი, რომ ადამიანის არარსებობა მსოფლიოს უკეთესს ხდის.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი