ვენსან კასელი და ტინა კუნაკი გოგონას მშობლები გახდნენ!

    52 წლის მსახიობი და 22 წლის ფრანგი მოდელი მშობლები გახდნენ! გოგონას სახელი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამაზონია.

    ამის შესახებ მსახიობმა ინსტაგრამზე ამაზონის ტყის ფოტო გამოაქვეყნა ტექსტით: “ამაზონი დაიბადა.”

    აღსანიშნავია, რომ ამაზონის ტყის დიდი ნაწილი ბრაზილიაშია, სადაც წყვილს სახლიც აქვს. სავარაუდოდ, პატარას სახელიც სწორედ მათ საყვარელ ადგილს უკავშირდება.

    შეგახსენებთ, რომ ვენსან კასელს პირველი ქორწინებიდან (მონიკა ბელუჩისთან) ორი გოგონა ჰყავს: 14 წლის დევა და 8 წლის ლეონი.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი