Vetements-ის ახალი აპლიკაცია მომხმარებლებს საქართველოს ისტორიას ასწავლის

    Vetements-ის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის ცნობილი კოლექციის ინსპირაცია, როგორც იცით, საქართველო გახდა. დიზაინები აგებულია 1992 წლის ომზე, რომლის გამოც უამრავი ქართველი, მათ შორის დემნა გვასალიას ოჯახი, იძულებული გახდა აფხაზეთიდან წასულიყო. გვასალიას თქმით, ეს კოლექცია „არის აღსარება სამშობლოსთან და მისი ხელახლა გაცნობა.“ გვასალიები საკუთარ მომხმარებლებს მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ესთეტიკას როდი სთავაზობენ.

    ბრენდმა შეიმუშავა აპლიკაცია, რომლის საშუალებთაც მომხმარებლები გაეცნობიან საქართველოს ისტორიას. მისი გამოყენების პრინციპი მარტივია: შეძენილი პროდუქტის QR კოდს დაასკანირებ აპლიკაციის მეშვეობით და მიიღებ ტანსაცმელზე დატანილი ტექსტისა თუ სიმბოლოების შესახებ ინფორმაციას. აპლიკაცია მომხმარებლებს მოუყვება საქართველოს უახლოესი წარსულის, ომების, დაკარგული ტერიტორიების, ბოლო პერიოდში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ (ერთ-ერთი თემა არის კლუბ “ბასიანის” ინციდენტი).

    დემნა გვასალიამ ჩვენებისთვის საქართველოდან (ქუჩებიდან) 40 მოდელი შეარჩია. მას სურდა, რომ ჩვენება ყოფილიყო “ქართველი ახალგაზრდების ხმა, რომელიც მათ არ აქვთ.”

    “საქართველოში ნამდვილი თავისუფლება არ არსებობს. მე ეს გამოვიარე და ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო” – განაცხადა დემნა გვასალიამ.

    View this post on Instagram

    VETEMENTS SPRING-SUMMER 2019

    A post shared by VETEMENTS (@vetements_official) on

    View this post on Instagram

    VETEMENTS SPRING-SUMMER 2019

    A post shared by VETEMENTS (@vetements_official) on

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი