VETEMENTS შემოდგომა 2019: დემნა გვასალიას გზავნილები მსოფლიოს

    მოდა ყოველთვის იყო საზოგადოებისა და პოლიტიკური წყობის ანარეკლი. დღეისათვის ამას ხშირად უარყოფენ, თუმცა დემნა გვასალია ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც  მიაჩნიათ, რომ დიზაინერმა აუცილებლად უნდა თქვას თავისი სათქმელი საკუთარი სამოსის საშულებით და დაიწყოს დიალოგი მყიდველთან.

    „ვეტმოს“ 2019 წლის მამაკაცის საშემოდგომო კოლექციის ჩვენება საფრანგეთის ეროვნულ საბუნებისმეტყველო მუზეუმში გაიმართა. მის მთავარ თემას იდენტობის პოლიტიკა და თანამედროვე ინტერნეტ კულტურა წარმოადგენდა.

    გვასალიასთვის დამახასიათებელმა ირონიულობამ კლვლავ იჩინა თავი. სკმარისია შევხედოთ კოლექციაში წარმოდგენილ თავსაბურავებს, მაისურებსა და შარვლებს და ადვილად მივხვდებით, თუ რატომ უწოდებს დემნა გვასალია საკუთარი ბრენდის საშემოდგომო კოლექციას „ანტი სოციალურს“.

    თითოეული სამოსის მიღმა დევს იდეა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კოლექციაში ასევე გადავაწყდებით მრავალ „ვეტმოიზმს“ – მახასიათებელ ნიშნებს, რომლებიც გასული სეზონების შემდეგ დიზაინერის ხელწერად იქცა. ესენია: დაპრინტული კაბები, სქელი შარვალ-კოსტუმები  და წინდები, რომლებიც ყოველ მომდევნო კოლექციაში ახალ სახეს იღებენ.

    კოლექცია ეხმაურება მსოფლიოში არსებულ პრობლემებსა და მოვლენებს. ჩვენებაზე გამოსული მოდელები ამბოხისათვის არიან მზად. პარიზში მომუშავე დიზაინერი, რა თქმა უნდა, საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარ გამოსვლებსაც ეხმაურება: ანარქიის ამოყირავებული სიმბოლოები, შავი  ნიღბები და ბორკილები აქსესუარებად… ამას დავუმატოთ დიზაინერის საყვარელი ირონია და ვიღებთ წლის ყველაზე პოლიტიკურ და სენსაციურ ჩვენებას. გვასლიას არც ღორის გრიპის ეპიდემია გამორჩენია. მისი კოლექციებისთვის დამახასიათებელი  ნოსტალგია წელსაც ძალაშია.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი