როგორ შევინარჩუნოთ ოქროსფერი რუჯი და ჯანსაღი კანი ზაფხულში?

    ზაფხულში ყველას სურს, ჰქონდეს ოქროსფერი რუჯი, გლუვი და დატენიანებული კანი. ამისათვის კი ჩვენი კანი მუდმივ ზრუნვასა და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. იმისთვის, რომ კანის გარეგნული სილამაზე სრულყოფილი იყოს, არ გამოგვიშრეს, არ დაზიანდეს მისი სტრუქტურა, არ გაგვიჩნდეს ნაოჭები და ნამზეურისას, თავიდან ავირიდოთ პიგმენტური ლაქების წარმოქმნა. ნუტრიკოსმეტიკა „ვიადერმი“ წარმოგიდგენთ რჩევებს ზაფხულში კანის სპეციალური მოვლისა და რუტინის შესახებ. 

    კანის დაცვა მზის სხივების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან ზაფხულში მოითხოვს სხვადასხვა ნაბიჯს:
    კანის ჰიდრატაცია და დატენიანება – აუცილებელია, დღის მანძილზე მიიღოთ დიდი რაოდენობით (2-2,5 ლიტრი) წყალი, რადგან კანის შიგნიდან დატენიანება მნიშვნელოოვანია. აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები. სასურველია ისეთი ინგრედიენტების შემცვლელი შრატები და კრემები, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და გლიცერინი. გამოიყენეთ მსუბუქი,  არაკომედოგენური დამატენიანებელი და შრატები, რათა თავიდან აიცილოთ ფორების გადაკეტვა. უპირატესობა მიანიჭეთ გელზე დაფუძნებულ  საშუალებებს, რომლებიც უფრო მსუბუქია და ზაფხულისთვის შესაბამისი. ასევე, მნიშვნელოვანია, მოვლის საშუალებები  შეიცავდეს ისეთ ანტიოქსიდანტ ვიტამინებს, როგორიცაა  C, A და E ვიტამინები – კანის ოქსიდაციური სტრესისაგან დასაცავად. 

    კანის რეგულარული წმენდა და აქერცვლა (ექსფოლიაცია) – ზაფხულში სასურველია, კანი გაიწმინდოს  დღეში ორჯერ ზედმეტი ცხიმის, ოფლისა და მინარევების მოსაშორებლად. გამოიყენეთ ნაზი, ქაფიანი გამწმენდი, რომელიც არ მოაშორებს თქვენს კანს ბუნებრივ ცხიმს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ გაიკეთეთ აქერცვლა (ექსფოლიაცია) კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად და ფორების დაბლოკვის თავიდან ასაცილებლად. ამქერცლავი საშუალებების გამოყენება, ერთის მხრივ, კანის აღდგენას უწყობს ხელს, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მზისგან დამცავი საშუალებებით თანაბრად გარუჯვას, უკეთესად შეწოვასა და კანის ჯანსაღი ფერის ნამზეურს. მოერიდეთ ზედმეტ აქერცვლას კანის გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად.  

    საბაზისო რუჯი, ანუ მხის სხივების თანდათანობით, დოზირებულად მიღება მნიშვნელოვანია.  დაიწყეთ მზის სხივებით ექსპოზიცია ხანმოკლე პერიოდებით, რათა მიიღოთ მსუბუქი, საბაზისო რუჯი, რითაც მინიმუმამდე დაიყვანთ კანის დაზიანების რისკს.  თუ გსურთ, შეამციროთ ულტრაიისფერი სხივებისგან  დაზიანების რისკი, შეგიძლიათ, გამოიყენოთ  თვითგარუჯვის ლოსიონი, ან სპრეი. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია მაღალი ხარისხის  „Self-Tanner“, ანუ ე.წ. ავტორუჯი. 

    მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება აუცილებელია: აირჩიეთ მზისგან დამცავი, ფართო სპექტრის SPF საშუალება, მინიმუმ 30 SPF დაცვით. წაისვით გარეთ გასვლამდე, 15-30 წუთით ადრე და ხელახლა წაისვით ყოველ ორ  საათში ერთხელ, ხოლო ცურვის,  ან ოფლიანობის შემდეგ, დაუყოვნებლივ და მეტი ინტენსივობით. თუ ცურავთ, ან ოფლიანობთ, სასურველია, აირჩიოთ რეზისტენტული, ანუ წყალგამძლე ფორმულები. აუცილებლად გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი SPF დაცვით, რადგან ტუჩის კანის დატენიანებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. 

    დაიცავით თქვენი კანი: ატარეთ დამცავი ღია ფერის, ბუნებრივი ქსოვილის, გრძელმკლავიანი  ტანსაცმელი, ფართოფარფლიანი ქუდები და ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი  მზის სათვალეები. ეცადეთ, იყოთ ჩრდილში, განსაკუთრებით მზის სხივებით ექსპოზიციის პიკის დროს (დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე).  მოერიდეთ დამწვრობას, ხოლო ამ შემთხვევაში, გამოიყენეთ ალოესა და სხვა პროდუქტების შემცვლელი, კანის დამამშვიდებელი საშუალებები. რუჯის შემდეგ და ღამით, გამოიყენეთ ნიაცინამიდისა და პეპტიდების შემცვლელი დამატენიანებელი კრემები და ლოსიონები. 

    კანის გარეგანი მოვლის გარდა, უმნიშვნელოვანესია შიგნიდან გაჯანსაღება და ორგანიზმის შევსება კანის ჯანმრთელობისთვის  საჭირო მთავარი ნუტრიენტებით. სასურველია, კვების რაციონი გამდიდრებული იყოს ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით. მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული, კენკრა, ფოთლოვანი მწვანილი, კიტრი, საზამთრო და ა.შ.

    კანის შიგნიდან გასაჯანსაღებლად, გლუვი და ლამაზი, ოქროსფერნამზეურიანი კანის დიდი ხნით შესანარჩუნებლად „ვიადერმი კომპლიტის“ სილამაზის კაფსულები გაგიწევთ ერთგულ თანამგზავრობას, მთელი ზაფხული. 

    „ვიადერმი კომპლიტი“ შეიცავს სპეციალურად კანის, თმისა და ფჩხილების სიჯანსაღისთვის აუცილებელ, ანტიოქსიდანტ ნუტრიენტებს. მხოლოდ 2 სილამაზის კაფსულის (პერორალურად) მიღება დღეში, ჩვენს გარეგნულ სილამაზეს განაპირობებს – აძლიერებს კანის ჯანსაღი სტრუქტურისთვის აუცილებელი, კოლაგენისა და ელასტინის ბალანსს, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ტენიანობასა და ბარიერულ ფუნქციას, ამცირებს რუჯის დროს ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების განვითარების რისკს, უნარჩუნებს კანს თანაბარ, ოქროსფერ ნამზეურს, დიდი ხნის მანძილზე. ამასთანავე,  „ვიადერმი კომპლიტის“ შემადგენლობაში შემავალი კომპლექსი, მეტაბოლიზმის გაუმჯობესებით, მადის დათრგუნვითა და ტკბილზე მოთხოვნის შემცირებით, ხელს უწყობს წონის კორექციის პროცესს, რაც, უნაკლო და ჯანსაღ კანთან ერთად, გვეხმარება, მოხდენილად და ლამაზად გამოვიყურებოდეთ. 

    „ვიადერმი კომპლიტი“ პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდია საქართველოში, რომლის სილამაზის კაფსულები მუდმივად ზრუნავს ჩვენს ჯანმთელობასა და სილამაზეზე.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი