როგორ მოვუაროთ კანს შემოდგომაზე?!

    შემოდგომაზე ჩვენს კანს განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდება, რადგან დაბალი ტემპერატურა და ტენიანობა, ქარიანი ამინდები ხშირად კანის სიმშრალეს და მგრძნობელობის მატებას იწვევს. როგორ უნდა მოვუაროთ კანს შემოდგომაზე, რომ შევინარჩუნოთ გლუვი,დატენიანებული, ჯანსაღი კანი?!

    იხილეთ რჩევები ვიადერმისგან:

    • გამოიყენეთ კრემოვანი გამწმენდი საშუალებები, რადგან კრემოვან ფუძეზე დამზადებული ფორმულები ქაფიან და გელის ტიპის ფორმულებთან შედარებით უფრო ნაკლებად აშრობს კანს.  
    • კანის ბარიერული ფუნქციის შესანარჩუნებლად, სასურველია გამოიყენოთ  გაჯერებული, მსუყე ტექსტურის დამატენიენებლები – სასურველია კერამიდის, ჰიალურონის მჟავისა და სკალანის შემცვლელი საშუალებები. რეკომენდებულია გამოიყენოთ ღამის დამატენიანებლები ღრმა დატენიანების ეფექტით. 
    • გამოიყენეთ დამატენიანებელი შრატი ჰიალურონის, გლიცერინის, ალოე ვერას შემცველობით, რომლის წასმა სასურველია გაწმენდის შემდეგ, კანის დატენიანებამდე, რათა გაძლიერდეს და დიდხანს შენარჩუნდეს დატენიანებული კანის ეფექტი.  
    • რეკომენდებულია რეგულარული  აქერცვლა, რაც აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, მიზანშეწონილია ნაზი ექსფოლიანტების (ამქერცლავი საშუალებების) გამოყენება კვირაში 1-2 ჯერ, რაც კანის რეგენერაციასა და გამოშრობისგან დაცვას უწყობს ხელს. 
    • შემოდგომაზე მზის ზემოქმედება ნაკლებად ინტენსიურია, თუმცა  ულტრაიისფერი სხივები მცირე დოზითაც  საზიანოა. განაგრძეთ მზისგან დამცავი კრემის გამოყენება ყოველდღიურად, იდეალურია დამატენიანებელი და მინიმუმ SPF 30 დაცვის საშუალებების გამოყენება. 
    • როცა საქმე კანის დატენიანებას ეხება, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს თვალის ირგვლივი მიდამოს, ტუჩების, ხელებისა და დეკოლტეს დატენიანება, რომლის დროსაც უნდა გამოიყენოთ თვალის ირგვლივი სქელი ტექსტურის კრემი, სქელი ტუჩსაცხები (სასურველია შიის კარაქის, ან ფუტკრის ცვილის შემცველი), ასევე ზეთებით,  კერამიდებით გაჯერებული ხელის კრემი და სხვა. 
    • აუცილებელია ორგანიზმის შიგნიდან დატენიანება,  რადგან შიდა გათბობა/კონდენცირება  ამცირებს ჰაერის ტენიანობას, რაც ხშირად კანის გამოშრობის მიზეზი ხდება.  ამას ემატება ცივი ამინდები, რომელიც ამცირებს წყლის მიღების სურვილს,  ამიტომ რეკომენდებულია დღეში 2 ლიტრამდე წყლის მიღება. 
    • გახსოვდეთ, რომ კანის გარეგანი მოვლა არ არის საკმარისი, თუ ორგანიზმი მუდმივად არ არის გაჯერებული იმ საჭირო ანტიოქსიდანტებითა და სხვა ნუტრიენტებით, რაც ატენიანებს და კვებავს ორგანიზმს შიგნიდან. მითუმეტეს ცივ სეზონზე , როცა კანი მუდმივად ოქსიდაციური სტრესის ქვეშ იმყოფება.

    “ვიადერმი” შიგნიდან აჯანსაღებს ორგანიზმს, აწვდის იმ აუცილებელ ნუტრიენტებს, რაც გარეგნული სილამაზისთვის გვჭირდება. სილამაზის კაფსულები  შეიცავს სპეციალურად შერჩეულ ნუტრიენტებს და უზრუნველყოფს კანის, თმის, ფრჩხილების სიჯანსაღეს.

    • ფურისულას ზეთი, ნიაცინი, სილიციუმი, თუთია, A და E ვიტამინები: კვებავს და ატენიანებს დერმის ღრმა შრეებს,  ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, არეგულირებს ცხიმოვანი ცვლის პროცესს,  ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს კანის რეგენერაციასა და ტროფიკას (აღდგენა, კვება), იცავს სისხლძარღვის კედელს ოქსიდაციური სტრესისაგან,  მატებს კანს ელასტიურობას და  იცავს ნაოჭებისაგან. 

    შედეგად, ხელს უწყობს კანის დატენიანებას, ამცირებს გამოშრობის რისკს, ახდენს აკნეს და დერმატიტების პრევენციას, ამცირებს გამონაყარის შემდეგ ნაწიბურებისა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანს მატებს სიგლუვეს; აძლიერებს და ახანგრძლივებს კოსმეტიკური პროცედურების ეფექტს. 

    „ვიადერმის“ უნიკალური ფორმულა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და მეტაბოლიზმს, უნარჩუნებს ორგანიზმს წონას და გვიცავს ზედმეტი კილოგრამებისაგან. 

    „ვიადერმი კომპლიტის“ სილამაზის კაფსულები- გარეგნული სილამაზე შიგნიდან იწყება!

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი