ლაშა უჩავა: „ვიადერმი“ გვეხმარება ტკბილზე მოთხოვნილების შემცირებასა და ჯანსაღი წონის რეგულირებაში

    სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება. როდესაც საკუთარ თავს გარეგნულ ცვლილებებს ვამჩნევთ, მაგალითად, კანი გამომშრალია, გაძლიერებულია თმის ცვენა, ან ფრჩხილები მეტად მტვრევადი გახდა, გვიჭირს წონაში კლება, ამ დროს შესაძლოა, ორგანიზმს ის საჭირო ნივთიერებები აკლდეს, რაც აუცილებელია სილამაზისთვის საჭირო კომპონენტების სიჯანსაღისა და მეტაბოლიზმისთვის.
    როგორ გვეხმარება „ვიადერმი კომპლიტი“ სილამაზეზე ზრუნვაში, – ამ თემაზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა

    • ლაშა, როგორც ვიცით, „ვიადერმი“ სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებებს შეიცავს, უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, რომელია ეს ნივთიერებები და რა გავლენა აქვს მას ჩვენს ორგანიზმზე? 

    ლაშა უჩავა: „ვიადერმი“ არის ნუტრიკოსმეტიკა, რომელიც შექმნილია კონკრეტულად იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით და ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების რეგულირებით  სილამაზეზე ზრუნვა.
    ჩემთვის, როგორც ენდოკრინოლოგისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ვიადერმი“ მისი უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მე ვიყავი პირველი ენდოკრინოლოგი საქართველოში, რომელმაც სამედიცინო პრაქტიკაში დროში გამოცდილი სილამაზის კაფსულების გამოყენება დაიწყო და ამის მიზეზი უამრავია: „ვიადერმი კომპლიტი“ ერთადერთი ბრენდია საქართველოში, რომელიც სხვა მნიშვნელოვან ნუტრიენტებთან ერთად, აღადგენს ორგანიზმში ისეთი აუცილებელი ნივთიერებების ბალანსს, როგორიცაა სილიციუმი, სპილენძი, თუთია. ბოლო პერიოდში, მედიცინაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწორედ ამ კომპონენტებს.
    არსებობს სამედიცინო მტკიცებულებები, რომ სილიციუმი დადებითად მოქმედებს მადის რეგულირებაზე, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში და ხელს უწყობს რთულად მოსანელებელი ნივთიერებების დაშლას.
    თუთია აუცილებელი და მნიშვნელოვანია კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებისთვის, საჭმლის მომნელებელი ენზიმების და ფერმენტების ფუნქციობისთვის, მეტაბოლიზმისთვის, ინსულინის გამომუშავებასა და ათვისებისთვის, შესაბამისად – სისხლში გლუკოზის დონის კორექციისთვის.
    თუთია და სილიციუმი ერთად ამცირებენ ტკბილზე მოთხოვნილებას და არეგულირებენ მეტაბოლიზმს, ამცირებენ ჭარბი წონის განვითარების რისკს.
    სპილენძის გავლენა წონასა და მეტაბოლიზმზე ასევე შედარებით სიახლეა. კვლევებით დადასტურებულია, რომ სპილენძი ხელს უწყობს ცხიმის ენერგიად გარდაქმნას და ამცირებს ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბ ზრდას. მინდა აღვნიშნო, რომ „ვიადერმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე ფურისულას ზეთი, რომელიც ფიტოესტროგენების მდიდარი წყაროა, ფიტოესტროგენები კი ქალის სილამაზისა და ახალგაზრდობის ჰორმონის – ესტროგენის ბალანსის შენარჩუნებისთვის ბუნებრივი და უსაფრთხო ალტერნატივაა.
    აღსანიშნავია ისიც, რომ „ვიადერმი კომპლიტის“ საკვებ დანამატში ყველა კომპონენტი მოცემულია კომპლექსურად, დღიური, უსაფრთხო დოზებით. შეიძლება ითქვას, რომ „ვიადერმის“ დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ნივთიერებათა ცვლას, მეტაბოლიზმს, ჰორმონებისა და ფერმენტების დონის რეგულირებას, ჰიალურონის, კოლაგენის, ელასტინის შინაგან გამომუშავებას და რა თქმა უნდა, როგორც ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე – კანის, თმის და ფრჩხილის სიჯანსაღეს.

    • ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია  „ვიადერმის“ შემადგენლობა. უკეთ რომ გვესმოდეს სილამაზის კაფსულების როლი, ბ-ნო ლაშა, მოდით კონკრეტულად ვთქვათ, როდის უნდა მივიღოთ ვიადერმის სილამაზის კაფსულები?

    ლაშა უჩავა: ზოგადად, „ვიადერმი კომპლიტის“ საკვები დანამატის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, 12 წლიდან – ქალბატონს, მამაკაცს, რომელსაც სურს იზრუნოს საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.
    ასევე მათ, ვისაც აწუხებს კანის სიმშრალე, დერმატიტი, აკნე, გამონაყარი, თმის ცვენა, ფრჩხილების პრობლემები.
    ჩემი ენდოკრინოლოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, გამოვყოფდი მათ, ვინც ხშირად არის თვითნებურ დიეტაზე. ასეთ დროს, ორგანიზმს აკლდება სილიციუმი, თუთია, სპილენძი და სხვა მნიშნელოვანი ნუტრიენტები, რომლთა დეფიციტიც გარდა იმისა, რომ წონის ჯანსაღი კლების პროცესს აფერხებს, ასევე ზიანს აყენებს ორგანიზმს, კანს, თმას და ფრჩხილებს. მათ „ვიადერმი კომპლიტის“ მიღება, ერთი მხრივ, დაეხმარებათ შეივსონ ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, წონის კორექციას და კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეს.
    ასევე, „ვიადერმის“ მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აქვთ ენდოკრინული სისტემის ან ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებები, რადგან ამ დროს ძალიან ხშირად აღენიშნებათ კანის ძლიერი სიმშრალე, თმის გაძლიერებული ცვენა, ამ დროს მე, ჩემს საექიმო პრაქტიკაში, აქტიურად ვუწევ რეკომენდაციას „ვიადერმი კომპლიტს“.
    ხაზგასმით უნდა აღვნიშნო სეზონურობა, ზამთრის შემდეგ ორგანიზმი გამოფიტულია, გარეგნულად გამოხატული რომ არც იყოს, ორგანიზმს ისედაც სჭირდება ვიტამინების და მინერალების ბალანსის აღდგენა, ამიტომ „ვიადერმი კომპლიტი“ წლის ამ სეზონზე საუკეთესო საშუალებაა.

    • ახსენეთ,  რომ ვიადერმი კომპლიტი საკვები დანამატია, ამიტომ ეს კითხვა აუცილებლად უნდა დაგისვათ. ძალიან ბევრი ადამიანი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს საკვები დანამატების მიღებას. ფიქრობენ, რომ ასეთი ტიპის დანამატები წონაში მატებას იწვევს. თქვენ რას გვეტყოდით?

    ლაშა უჩავა: დიახ. ჩემთვისაც ხშირად უკითხავთ, ხომ არ გამასუქებს? როგორც აღვნიშნე, სწორედ იმიტომ, რომ ვიადერმი შეიცავს სილიციუმს, თუთიას, სპილენძს, ფურისულას და სხვა ნივთიერებებს,ის აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, ამცირებს ტკბილეულზე და სხვა არაჯანსაღ პროდუქტებზე მოთხოვნას, აქვეითებს მადას. გამომდინარე იქედან, რომ „ვიადერმის“ სილამაზის კაფსულები არ შეიცავს საფუარს, შაქარს, გლუტენს და სხვა მავნე დანამატებს,არ იწვევს მადის გაძლიერებას და წონაში მატებას. 

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი