როგორ შევინარჩუნოთ ფრჩხილების სიჯანსაღე ცივ სეზონზე?!

    სეზონური ცვლილებები, ცივი ამინდები, დაბალი ტენიანობა და სიმშრალე ხშირად ფრჩხილების დაზიანებას, გამოშრობას, გაუხეშებას, აქერცვლასა და მტვრევას იწვევს. როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს წელიწადის ცივ სეზონზე, რომ დავიცვათ დაზიანებისაგან და შევუნარჩუნოთ სიჯანსაღე?

    „ვიადერმის“ სილამაზის კაფსულები გირჩევთ:

    რეგულარულად დაიტენიანეთ ფრჩხილები, გამოიყენეთ სქელი, მკვებავი ხელის კრემი, კუტიკულის (კანის ზედაპირის) დამატენიანებელი ზეთები და ბალზამები (სასურველია ვიტ E-ს, შიის კარაქის, ჟოჟობას შემცველი), ხელი დაიბანეთ ნაზი, დამატენიანებელი საპონით.

    მოერიდეთ ხელზე წყლის გადაჭარბებულ ზემოქმედებას, შეზღუდეთ ცხელი წყლის გამოყენება, რაც ბუნებრივ ცხიმს აშორებს და აშრობს ფრჩხილს. 

    მოერიდეთ ფრჩხილის დამაზიანებელ პროდუქტებს: აცეტონზე დაფუძნებულ ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელ საშუალებებს, უხარისხო ლაქს, ლაქის ქვემოთ გამოიყენეთ საბაზისო საფარი, ასევე, სასურველია გამოიყენოთ ფრჩხილის გასამაგრებელი და გამაძლიერებელი ლაქი, კერატინისა და კალციუმის შემცველი პროდუქტები. 

    მოერიდეთ გელის, ან აკრილის (გამაგრება, დაგრძელება) ხშირ გამოყენებას, დაასვენეთ პროცედურებს შორის ფრჩხილები, რათა „ისუნთქოს“. ასევე, ფრჩხილის პროცედურების დროს, ყურადღება მიაქციეთ სტრერილიზაციას, საჭიროების  შემთხვევაში გამოიყენეთ ანტიბაქტერიული მალამო. 

    გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები ჭურჭლის რეცხვისას/დასუფთავებისას, ატარეთ  ბუნებრივი მატერიის (სასურველია მატყლი) ხელთათმანები ცივ ამინდში.  

    კვების  რაციონში შეიტანეთ ცილებით, ბიოტინით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებითა და A, C, D და E ვიტამინებით მდიდარი საკვები, როგორიცაა კვერცხი, ისპანახი, ორაგული, თხილეული,  ფოთლოვანი მწვანილი და სხვა.  დალიეთ ბევრი წყალი, რათა თქვენი სხეული, კანი და ფრჩხილები მუდმივად  დატენიანებული იყოს შიგნიდან. 

    იმისთვის, რომ  თქვენს ფრჩხილებს შეუნარჩუნოთ სიჯანსაღე, დაიცვათ დაზიანებისა და ოქსიდაციური სტრესისაგან, აუცილებელია სეზონურად  ორგანიზმი შიგნიდან შეივსოთ/დაიტენიანოთ საჭირო მიკრო და მაკრონუტრიენტებით, რაშიც „ვიადერმის“ სილამაზის კაფსულები დაგეხმარებათ.

    „ვიადერმი კომპლიტში“ შემავალი ბიოტინი (B7- სილამაზის ვიტამინი), A და E ვიტამინები, თუთია, სპილენძი, მეთიონინი აუმჯობესებს ფრჩხილის ტროფიკას (კვებას), ამცირებს ფრჩხილის მკვებავ სისხლძარღვებში ოქსიდაციურ სტრესს, აძლიერებს რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს, იცავს ფრჩხილს გარემო ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებისაგან. შედეგად, აჯანსაღებს ფრჩხილის სტრუქტურას და იწვევს მის გამაგრებას, იცავს ფრჩხილს მტვრევადობისაგან, ზედაპირს აშრევებისაგან, ამცირებს ფრჩხილის პროცედურებით გამოწვეულ ზიანს, აძლიერებს გარეგანი საშუალებების ეფექტიანობას. „ვიადერმი კომპლიტის“ შემადგენლობა საუკეთესოა როგორც ფრჩხილის, ასევე თმის სილამაზისა და სიჯანსაღისთვის. 

    „ვიადერმი კომპლიტის“ უნიკალური ფორმულა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და მეტაბოლიზმს, უნარჩუნებს ორგანიზმს წონას და გვიცავს ზედმეტი კილოგრამებისაგან. არ შეიცავს საფუარსა და შაქარს, რის გამოც მისი მიღება უსაფრთხოა ჭარბი წონის, დიაბეტისა და სხვა ქრონიკული დაავადებებისას. 

    „ვიადერმი კომპლიტის“ სილამაზის კაფსულები – გარეგნული სილამაზე შიგნიდან იწება. 

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი