სილამაზე იწყება შიგნიდან – ინტერვიუ საქართველოში პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდის, „ვიადერმის” პირველ ბრენდმენეჯერთან

    თანამედროვე მსოფლიოში, სადაც სილამაზისა და ჯანმრთელობის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, ნუტრიკოსმეტიკა სულ უფრო პოპულარული ხდება. ეს მიდგომა ეფუძნება პრინციპს, რომ ნამდვილი სილამაზე ორგანიზმის შიგნიდან იწყება. Viaderm საქართველოში პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდია, რომელიც Walmark-მა 2015 წელს წარმოადგინა და მას შემდეგ მრავალი ქალბატონის თავის მოვლის რუტინის განუყოფელ ნაწილად იქცა.

    გთავაზობთ ინტერვიუს თამარ დარჯანიასთან, დერმატო-კოსმეტოლოგთან და Viaderm-ის პირველ ბრენდმენეჯერთან, რომელიც გვიყვება საინტერესო ამბებს “ვიადერმის” შესახებ და გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სილამაზეზე როგორც შიგნიდან, ისე გარედან.

    • რა როლი აქვს ნუტრიკოსმეტიკას თანამედროვე სამყაროში?

    ნუტრიკოსმეტიკა თანამედროვე სამყაროში სილამაზისა და ჯანმრთელობის მოვლის ინოვაციურ მიდგომად იქცა. ის „შიგნიდან გარეთ“ ზრუნვას ეფუძნება, რაც გულისხმობს, რომ კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზე ჯანსაღი ორგანიზმიდან იწყება. კონცეფციის განვითარება დაიწყო აღმოსავლეთ აზიიდან, კერძოდ იაპონიიდან, შემდეგ სწრაფად გავრცელდა ევროპასა და ამერიკაში, სადაც ნუტრიკოსმეტიკა დღეს მძლავრ ინდუსტრიას წარმოადგენს. ის განიხილება, როგორც დაბერების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ანტიოქსიდანტებითა და აქტიური ინგრედიენტებით ამცირებს ნაადრევ დაბერებას, აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას, ანიჭებს სიჯანსაღესა და ბზინვარებას. 

    დღევანდელ დატვირთულ ცხოვრებაში, როდესაც სტრესი, უძილობა და არაჯანსაღი კვება ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ნეგატიურად აისახება, ნუტრიკოსმეტიკა გვეხმარება ამ ყველაფრის დაბალანსებაში. ესაა მარტივი, ბუნებრივი გზა, რომ თავი ჯანსაღად ვიგრძნოთ და გარეგნობითაც კმაყოფილები ვიყოთ.


    • Viaderm  საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა. როგორ მიიღო ქართულმა ბაზარმა Viaderm-ის „სილამაზე იწყება შიგნიდან“ კონცეფცია, როცა ნუტრიკოსმეტიკური მიმართულება ჯერ უცნობი იყო?

    უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Walmark-ი ერთ-ერთი პირველი იყო ევროპაში, რომელმაც ნუტრიკოსმეტიკის კონცეფცია წარმოადგინა, ხოლო ვალმარკის “ვიადერმი” საქართველოში ამ კატეგორიის პირველი ბრენდი გახდა. ჩემთვის, როგორც Viaderm-ის პირველი ბრენდმენეჯერისთვის, ეს იყო არა მხოლოდ კარიერული დასაწყისი – პირველი სამსახური, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობა. ქართულ ბაზარზე ნუტრიკოსმეტიკის შესახებ ცნობადობა იმ დროისათვის არ არსებობდა,  ამიტომ ჩვენი მთავარი მისია იყო ინფორმირების დონის გაზრდა, რომ სილამაზე იწყება შიგნიდან. მოკლე დროში შევძელით არა მხოლოდ Viaderm-ის, როგორც ბრენდის დამკვიდრება, არამედ მომხმარებლის ცნობიერებაში ისეთი აღქმის ჩამოყალიბება, რომ გარეგან სილამაზეზე ზრუნვა ორგანიზმიდან იწყება. 

    ვამაყობ, რომ ვიყავი Walmark-ის გუნდის წევრი, რომელმაც 10 წლის წინ, საქართველოში პირველმა შემოიტანა Viaderm-ი, დაამკვიდრა მიდგომა “სილამაზეზე ზრუნვა იწყება შიგნიდან”, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნუტრიკოსმეტიკის კულტურის განვითარებაში.

    • ვიადერმს მომხმარებელმა მალევე უწოდა “სილამაზის კაფსულები”. რა იყო მისი დანერგვისას ყველაზე დიდი გამოწვევა?

    იმ დროისთვის ბაზარზე არსებული თმის, კანისა და ფრჩხილისთვის განკუთვნილი ვიტამინოკომპლექსები საფუარით და სხვა დანამატებით იყო წარმოდგენილი და წონის მატების შიშს იწვევდა. ეს მნიშვნელოვნად აფერხებდა Viaderm-ის აღქმას, ვერ ხვდებოდნენ ნუტრიკოსმეტიკასა და ვიტამინებს შორის სხვაობას.

    ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სწორი ინფორმირება იქნებოდა გამოსავალი. წამყვან ენდოკრინოლოგებთან, ნუტრიციოლოგებთან და დერმატოლოგებთან ერთად ჩავატარეთ ცნობიერების ამაღლების კამპანიები, სადაც ვაჩვენეთ, თუ როგორ განსხვავდებოდა ნუტრიკოსმეტიკა “ვიადერმი” ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი მოქმედების პროდუქტებისგან, როგორ უწყობდა ის ხელს ქალის სილამაზეს და გაძლევდა სარგებელს სხვადასხვა დაავადებების საპრევენციოდ.

    შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მალევე მოვიპოვეთ მომხმარებლის ნდობა.  ამის დასტურია ის, რომ Viaderm-ს „სილამაზის კაფსულები“ შეარქვეს – ეს სახელი თავად მომხმარებლებმა მოიფიქრეს, რაც წარმატების საუკეთესო მაჩვენებელია.

    • რა ხდის Viaderm Complete-ს განსაკუთრებულს კანის, თმისა და ფრჩხილების მოვლაში, და რა ნუტრიენტებით მუშაობს ის?

    Viaderm Complete არის ნამდვილი სილამაზის „ბუსტერი“ შიგნიდან! მისი შემადგენლობა ზუსტადაა გათვლილი, რომ კანს, თმას და ფრჩხილებს მისცეს ყველაფერი, რაც სჭირდებათ. მასში ყველა ის ინგრედიენტია თავმოყრილი, რაც ნუტრიკოსმეტიკურ ბრენდში უნდა იყოს.  შეიცავს ბიოტინს, ფურისულას ზეთს, A და E ვიტამინს, ცხიმოვან მჟავებს. ყველამ იცის, რომ ბიოტინი თმისა და ფრჩხილებისთვის საუკეთესოა – ის ამცირებს თმის ცვენას, აძლიერებს ფრჩხილებს, რომ არ იმტვრეოდეს. E ვიტამინი, ფურისულას ზეთთან ერთად, კანს იცავს, ატენიანებს და ანიჭებს ბზინვარებას. ვიადერმის გავლენით ძლიერდება დერმის ღრმა შრეებში ჩვენი კანის სილამაზისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის სინთეზი, რაც განაპირობებს კანის სიმკვრივეს, ახალგაზრდულ იერს, თმისა და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას. ცხიმოვანი მჟავები კი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც თმის ზრდას და კანის ელასტიურობას უწყობს ხელს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, – „ვიადერმი “ძალიან ეფექტურია დერმატიტების, აკნეს, ფსორიაზის დიაგნოზების პრევენციისთვის და კომპლექსური თერაპიების დროს.  

    ამასთან, მას აქვს უნიკალური შესაძლებლობა იზრუნოს ჯანსაღი წონის რეგულირებაზეც – ის თუთიის, სპილენძისა და სილიციუმის კომბინაციით ამცირებს ტკბილზე მოთხოვნილებას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

    რაც მთავარია, Viaderm-ი სრულიად უსაფრთხოა – თავისუფალია საფუარის, შაქრის, გლუტენისა თუ ხელოვნური დანამატებისგან. მზადდება Walmark-ის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში,  საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული რეკომენდებული დოზირების წესით. სწორედ ამიტომ, მისი მიღება, დაბალანსებული კვების პირობებშიც კი, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების ოპტიმალური, იდეალური დოზის მიწოდების გარანტია.

    • როგორ უნდა დაბალანსდეს ნუტრიკოსმეტიკის მიღება გარეგან მოვლასთან ერთად?

    ნუტრიკოსმეტიკა, როგორიცაა Viaderm-ი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაში, თუმცა მისი ეფექტიანობის გასაძლიერებლად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. ნუტრიკოსმეტიკასთან ერთად აუცილებელია გარეგნულადაც მოვუაროთ კანს, თმას, მივაქციოთ ყურადღება კვებას, მოვიწესრიგოთ ძილი, ნაკლებად ვიყოთ სტრესულ გარემოში, მივმართოთ ესთეტიკურ პროცედურებს, ფიზიკური აქტივობაც მნიშვნელოვანია ყოველდღიურობაში, რომ ამ ყველაფერმა ერთიანობაში შექმნას უფრო ჯანმრთელი ორგანიზმი.

    დღესდღეობით ბევრი ადამიანისთვის ჩამოყალიბდა გარკვეული რუტინა – როგორც ესთეტიკურ პროცედურებს მიმართავენ წელიწადში რამდენჯერმე, ასევე იტარებენ ვიადერმის კურსს. ეს მიდგომა ეფექტურია, რადგან ნუტრიკოსმეტიკა უზრუნველყოფს ორგანიზმს სილამაზისთვის საჭირო ნუტრიენტებით შიგნიდან, ხოლო გარეგანი მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ამ ეფექტს გარედან აძლიერებს.

    • რა სამ ძირითად რჩევას მისცემდით ქალებს, რომლებიც ცდილობენ იზრუნონ საკუთარ სილამაზეზე?

    პირველ რიგში, დროულად, ადრეული ასაკიდან დაიწყონ სილამაზეზე ზრუნვა. არ არის აუცილებელი რომ უკვე გამოხატული იყოს დაბერების ნიშნები და კანზე ასაკობრივი ცვლილებები. პრევენციული ზრუნვა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე უკვე არსებული პრობლემების მკურნალობა. ადრეული ასაკიდან კანის დაცვა გვეხმარება შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერსახე დიდხანს.

    მეორე რჩევაა, რომ შეეცადონ მაქსიმალურად შეინარჩუნონ ბუნებრიობა და ინდივიდუალიზმი, შეიყვარონ საკუთარი სხეული და კანი, რადგან ყველა ადამიანი უნიკალურია.  საკუთარი უნიკალური თვისებების დაფასება სილამაზის განუყოფელი ნაწილია. ნამდვილი სილამაზე იწყება თვითშეფასებიდან და ბუნებრიობის შენარჩუნებიდან.

    და ბოლოს, მოუსმინონ კანს, რადგან საკმაოდ ჭკვიანი ორგანოა, შესაბამისად რეაგირებს როგორც ორგანიზმის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე, ასევე გარემო ფაქტორებზე და მასზე ყოველთვის აისახება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და სტრესი. კანის სიგნალების გაგება და მათზე სწორად რეაგირება დაგეხმარებათ, შეარჩიოთ ინდივიდუალურად მორგებული მოვლის რუტინა.

    შეჯამებისთვის, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სილამაზეზე ზრუნვა კომპლექსური პროცესია და საჭიროებს მოვლას როგორც შიგნიდან, ასევე გარედან.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი