ვიქტორია ბექჰემის მბზინავი და გლუვი კანის საიდუმლო

    გლამურული, მოდური, ელეგანტური, წარმატებული, მზრუნველი დედა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცის ცოლი. დიახ, ჩვენ ვიქტორია ბექჰემზე ვსაუბრობთ. ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა მსოფლიო სელებრითებს შორის და რა თქმა უნდა, მოდის ინდუსტრიაში. მასზე ყველაფერი აინტერესებთ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიკი არ ჩერდება და ახალ-ახალ გამოწვევებში ერთვება. ახლახან, მან საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი შექმნა. თავის მოვლის ახალი ხაზი მაკიაჟს, კანის მოვლასა და სუნამოებს მოიცავს. Victoria Beckham Beauty-ის პროდუქცია გაყიდვაში მალე გამოვა. თუმცა, მანამდე, ცნობისმოყვარე ჟრნალისტები და ბლოგერები მისი სახის მოვლის რიტუალითაც დაინტერესდნენ.

    “მთავარი გასაღები მოხმარებული ცხიმების სწორი რაოდენობაა”-  მას შემდეგ, რაც დიზაინერმა კანის სილამაზის მთავარი საიდუმლო აღმოაჩინა, მოვლის საკუთარი მეთოდი შეიმუშავა. დაიწყო ისეთი ბუნებრივი პროდუქტის მიღება, რომელიც სავსეა უამრავი „სასიცოცხლო“ ნივთიერებებით. ასეთი კი ავოკადოა. როგორც თავად განაცხადა, დღეში სამ ან ოთხ ავოკადოს ჭამს. გარდა იმისა, რომ ავოკადოს იმუნიტეტის გასაძლიერებელ ბუნებრივი „აბებს” ეძახიან, მას ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო თვისებებიც აქვს.

    ავოკადო არის მონოანტურული ცხიმებისა და ვიტამინების წყარო. აღმოჩნდა, რომ ამ ჯანსაღი ცხიმების საკმარისად მიღებით კანი დატენიანებული, ელასტიური და გლუვი ხდება. ამას ემატება ვიტამინი E, რომლითაც ნაყოფი ძალიან მდიდარია. ვიტამინი E ხელს უწყობს სახის კანის გაახალგაზრდავებას, ის აჩერებს დაბერებას, აფერხებს ნაოჭების გაჩენას ან გაღრმავებას და ამასთან ერთად, კანის ტონს თანაბრად ანაწილებს.

    ბექჰემი ამბობს, რომ მისი კანის მოვლის რეჟიმი “არ არის იმის სურვილი, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს”. მისი ბრენდის მთავარი ხასიათიც სწორედ #notperfect -ის მნიშვნელობაშია.

    ”არ ვაპირებ გამოვიტანო პროდუქცია და ვთქვა, რომ ისინი ნაოჭებს მოგაშორებენ – იმიტომ, რომ ეს სისულელეა! ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიზეიმოთ იმით, ვინც ვართ და ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო, უფრო ძლიერი ვერსია”- ამბობს ვიქტორია.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი