ვიქტორია ბექჰემის რჩევები: როგორ შევინარჩუნოთ ფორმები 40 წლის შემდეგ

    45 წლის ვიქტორია ბექჰემმა Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მკაცრ ფიტნეს-რეჟიმს იცავს. ყოველ დილას ცნობილი დიზაინერი სირბილით იწყებს და მინიმუმ 5 კილომეტრს დარბის! ,,ყოველ დილას 6 საათზე, სირბილით ვიწყებ და 1 საათი მყოფნის რომ საჭირო მანძილი დავფარო. შემდეგ კი სამზარულოში ვინაცვლებ და საუზმეს ვამზადებ’’- განაცხადა მან.

    ბექჰემმა ასევე ისიც გაგვიმხილა, რომ პირველ კვებას არასდროს ტოვებს. ,,2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი უზმოზე’’ – აი რა რჩევა მისცა მან თავის ინსტაგრამ ფოლოვერებს Storie-ში. ამის შემდეგ ვიქტორიამ მწვანე სმუზის მიღება გვირჩია, რომლის ინგრედიენტებია ვაშლი, კივი, ლიმონი, ისპანახი, ჩიას თესლი და ბროკოლი. ,,მიყვარს ჯანსაღად კვება და თავს შესანიშნავად ვგრძობ. თითქმის არასდროს ვხდები ავად, იმიტომ რომ ჩემს სხეულზე ბევრს ვზრუნავ.’’

    საუზმის შემდეგ მისის ბექჰემი სატრენაჟორო დარბაზში ინაცვლებს. ,,მე ძალიან დისციპლინირებული ადამიანი ვარ. დილა ის დროა, რომელიც შემიძლია ჩემს თავს და ვარჯიშს მივუძღვნა’’. ბრიტანელ ვარსკვლავს ჰყავს პირადი ინსტრუქტორი, რომელიც მისთვის ინდივიდუალურ პროგრამას ადგენს, აქცენტს კი კარდიო დატვირთვაზე აკეთებს.

    ავტორი: ნათია აბრამიშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი