Victoria’s Secret-ის წინააღმდეგ პლიუს ზომის ქალბატონებმა გაილაშქრეს!

    მიუხედავად იმისა, რომ Victoria’s Secret-ის შოუმ უკვე ჩაიარა, მის გარშემო დისკუსიები ამ დრომდე არ ჩამცხრალა. ამის მიზეზი Victoria’s Secret-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადება იყო, რომ ბრენდის აქტივობებში არც ტრანსგენდერი მოდელები გამოჩნდებიან და არც პლიუს ზომის ტანსაცმელი. როგორც მედია იუწყება, სწორედ ამ „გაუაზრებელ“ განცხადებას მოჰყვა მისი გადადგომა.

    აღნიშნული განცხადების პასუხად, პლიუს ზომის ბრენდმა Navabi გადაწყვიტა, თავად მოეწყო მოდების ჩვენება პლიუს ზომის მოდელების მონაწილეობით. ორგანიზატორები ირონიულად მიმართვენ Victoria’s Secret-ს და მას მრავალფეროვნების სიმცირეში ადანაშაულებენ.

    Victoria’s Secret-ის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში, ბრენდმა სპეციალური ვიდეო მოამზადა. ვიდეო Victoria’s Secret-ის წარმომადგენელის სიტყვებით იწყება (რომელიც „ნავაბის“ აზრით უაზრო და სასაცილოა), მასში მონაწილეობენ პლიუს ზომის მოდელები. ისინი ერთხმად სვამენ კითხვას: „ჰეი,ვიქტორია… და ბოლოს, რა არის შენი საიდუმლო?“ კითხვას თავადვე პასუხობენ: „საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ შენ არ გაინტერესებს მსოფლიოს ქალების უმეტესობა“.

    კამპანიას პოზიტიურად შეხვდნენ სოციალურ მედიაში და უკვე უამრავი ადამიანი ჩაერთო დისკუსიაში. მათი თქმით, დროა Victoria’s Secret-მა შეაბიჯოს 21-ე საუკუნეში და შეწყვიტოს სტერეოტიპების გავრცელება, რადგან საკუთარი სხეული ყველას ისეთი უნდა უყვარდეს, როგორიც არის – ყოველგვარი ნაკლოვანებების მიუხედავად.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი