ვინსენ კასელმა ცოლის სიყვარულის ნიშნად ტატუ გაიკეთა

    სანამ თინა კუნაკი ბიარიცზე, მეგობრებთან ერთად ისვენებს, ვინსენ კასელი მომენტს არ უშვებს ხელიდან და ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, თუ როგორ ძლიერ უყვარს თავისი ცოლი.

    ერთი კვირის წინ მან ჰავაიზე გატარებული დღეების ამსახველი ფოტო დადო, ამჯერად კი მონატრებულ მეუღლეს სიურპრიზი გაუკეთა და მარჯვენა მკლავზე თინას საპატივცემულოდ ფერადკანიანი გოგონას, ბეტის (1930-იანი წლების მულტფილმის პერსონაჟი) ტატუ დაიხატა, რომელიც გადაკეთებულია და ძალიან ჰგავს თინას.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი