„ვირუპროტექტის“ 2 შესხურება ხალხმრავალ გარემოში შესვლამდე ვირუსების პრევენციისთვის ძალიან ეფექტურია.

    ვირუსული ინფექციების სეზონზე აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან, რათა ახალ წელს ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრები შევხვდეთ ჯანმრთელები. ამ თემაზე გვესაუბრება ინფექციონისტი, გასტროენრეტოლოგი, ნი მაია ზალდასტანიშვილი:

    -ზამთარში რესპირატორული ვირუსული ინფექციების გავრცელების მაჩვენებლები ყოველთვის მაღალია. ახალი წლის პერიოდში თავშეყრის ადგილებში ყველგან  ხალხმრავალი ადგილები და ინფიცირების მაღალი რისკია. გასული 3 წლის განმავლობაში, კოვიდპანდემიის გამო, სხვა ვირუსული ინფექციები პრაქტიკულად უგულებელყოფილი იყო და მხოლოდ ეპიზოდურად გვხდებოდა. დღეისათვის განსხვავებული სურათი გვაქვს და შეიძლება, ითქვას, რომ სხვადასხვა ვირუსი აქტიურად გვიტევს.სეზონური ვირუსული ინფექციების აქტივაცია დაიწყო რესპირატორულსინციტიალური ვირუსებით, შემდეგ დაემატა ადამიანის სხვა კორონავირუსები, რინოვირუსები, გრიპის ვირუსი.  დღეის მონაცემებით, გაცილებით მაღალი პროცენტით ზოგადად გაციებისა და რესპირატორული ვირუსული ინფექციების მაჩვენებლები.

    რა პროცესებთან არის დაკავშირებული ვირუსის გავრცელება და როგორ შეიჭრება ვირუსი ორგანიზმში?

    ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო ადამიანია, ანუ ადამიანი თავად ქმნის სხვა ადამიანების დაინფიცირების მაღალ რისკს. ვირუსი ძალიან სწრაფად და ადვილად ვრცელდება დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალ ადგილებში კი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.როდესაც ინფიცირებული ადამიანი ხვდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, იგი ცემინებისას ან ხველის დროს გარემოში გამოაფრქვევს ვირუსებს, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანის ინფიცირების მიზეზი ხდება. ნებისმიერი ინფექციური პროცესის განვითარებისთვის არსებობს სამი ფაქტორი: პირველი, თავად პათოგენი ანუ ვირუსი, რომელიც აზიანებს ორგანიზმს, მეორე მიმღები ანუ ადამიანი და მესამემათი ანუ ვირუსისა და ადამიანის ურთიერთკავშირი შეჭრის გზა. იმისათვის, რომ ვირუსმა ინფექცია გამოიწვიოს, ის უნდა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. რესპირატორული ინფექციების შემთხვევაში ვირუსი ორგანიზმში იჭრება ცხვირის,პირის ღრუსა და მათი ლორწოვანის საშუალებით.მას შემდეგ, რაც ვირუსი ჩვენს ზედა სასუნთქ გზებში შეიჭრება, ის აზიანებს ლორწოვანს, იჭრება უჯრედში და იწყება პროცესი, რომელსაც ვირემიას ანუ ვირუსის გამრავლებას ვუწოდებთ, სწორედ ამ დროს დგება დაავადება ვირუსული ინფექცია. დაინფიცირებიდან დაახლოებით 2-3 დღეში ვლინდება სიმპტომები: ყელის ტკივილი, ცემინება, სურდო, ცხელება და სხვა. დაავადებული ადამიანი ინფექციის წყაროა სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე. შესაბამისად, რადგან რთულია იმის გარკვევა, ჩვენ ირგვლივ ვის აქვს უკვე ვირუსული ინფექცია, პრევენცია და დაცვა უმნიშვნელოვანესია.

    ნო მაია, რა ზომებს უნდა მივმართოთ, რომ თავიდან ავირიდოთ გაციება, გრიპი და სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციები?

    ადამიანებს თანაცხოვრების გამო მუდმივად გვიწევს ერთმანეთთან კომუნიკაცია და კონტაქტი, მით უფრო ახლა, წინასაახალწლო პერიოდში, მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სავაჭრო ცენტრებით, ჰიპერმარკეტებით. შესაბამისად, პრევენციული ზომების მიღება უმნიშვნელოვანესია. გრიპთან მიმართებაში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი აცრაა, რაც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ასევე ვირუსული ინფექციების პრევენციისთვის  რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სანიტარულჰიგიენური ნორმების დაცვა. გაციებისა და სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისა და მართვის მხრივ, მინდა, აღვნიშნო ორალური სპრეი ვირუპროტექტის  სახელწოდებით, რომელიც უკვე ერთია წელია საქართველოშია და სამედიცინო საზოგადოებისა და მოსახლეობის დიდი ნდობა მოიპოვა.  

    ძალიან საინტერესოა, ნო მაია, უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ? როგორ მოქმედებს ვირუპrორტექტი და როგორია მისი ეფეტურობა?

    – „ვირუპროტექტის შესახებ წლების წინ სამედიცინო კონფერენციებიდან შევიტყვე, თუმცა მაშინ ჩვენთან ის ხელმისაწვდომი არ იყო. შემიძლია, გითხრათ, რომ ვირუპროტექტი დროში გამოცდილი, მსოფლიოს მასშტაბით აპრობირებული და აღიარებული ბრენდია, რომელსაც სანდო, ევროპული ფარმაცევტული კომპანია Enzymaticaაწარმოებს. მრავალი სხვადასხვა დიზაინის კლინიკო-ლაბორატორული კვლევა მოწმობს გაციებისა და რესპირატორული ვირუსული ინფექციების პრევენციასა და მართვაში ვირუპროტექტის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას. ამიტომ მე მიმაჩნია,რომ ის საკმაოდ საიმედო და ეფექტურია. ვირუპროტექტის შემადგენლობა ძალიან ორიგინალურია, შეიცავს გლიცერინის და ტრიფსინის კომბინაციას, რაც აძლევს მას საშუალებას,მექანიკურად დაიცვას სასუნთქი გზების ლორწოვანი დაზიანებისაგან. ვირუპროტექტი მოქმედებს ადგილობრივად, კერძოდ,ცხვირისა და პირის ღრუში ქმნის დამცავ ბარიერს ორგანიზმში შეჭრილი ვირუსის წინააღმდეგ. შესაბამისად, გვიცავს ვირუსისგან, ეწინააღმდეგება მას და ხელს უშლის შეჭრილი ვირუსის გამრავლებას, აქედან გამომდინარე, მას ახასიათებს როგორც საპროფილაქტიკო, ასევე სამკურნალო თვისება.

    ნო მაია, ანუ შეგვიძლია, ვირუპროტექტი გამოვიყენოთ მაშინ, როცა გვინდა ვირუსებისაგან დაცვა და მაშინაც, როცა ავად ვართ? უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, როდის და ვისთვის არის რეკომენდებული ვირუპროტექტის გამოყენება?

    ნი მაია: დიახ, როდესაც გაციების, გრიპისა და რესპირატორული ვირუსული ინფექციებისაგან პრევენციაზე ვსაუბრობთ, მით უფრო იმ პირებს, რომელთაც გართულებების რისკს აქვთ: ბავშვებს, ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს, ვფიქრობ,რომ მათ აუცილებლად, ყველგან,სადაც ხალხმრავალი ადგილებია, თან უნდა ჰქონდეთ ვირუპორტექტი, რომელიც 4 წლიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც თავდაცვის საშუალება და როცა მოხვდებიან დახურულ სივრცეში, შესვლამდე და გამოსვლისას 2- ჯერ შეიშხურონ ვირუპროტექტის,რაც პრევენციის ძალიან საიმედო გზაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო მოწყობილობას აქვს ჰიგიენური ხუფი, რაც მას კომფორტულს ხდის.  ნებისმიერ სიტაციაში სატარებლად.

    თუმცა აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ პრევენციისთვის არის ეფექტური ვირუპროტექტი, ჩემი ერთწლიანი დაკვირვებითაც და კვლევებზე დაყრდნობითაც შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გაციებისა და სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციების სიმპტომების გამოვლენისთანავე ორალური სპრეის გამოყენებით ინფიცირებული  2- ჯერ უფრო მალე გამოჯანმრთელდება, ვიდრე ჩვეულებრივ,რაც განპირობებულია ვირუპროტექტის უნარით, 90%-ით შეაფერხოს ვირემიის პროცესი. ამასთანავე, გამოყენებისთანავე ხსნის შემაწუხებელ ჩივილებს: ყელის ტკივილს, შეშუპებას, სურდოსა და სხვა სიმპტომებს, ამცირებს ინტოქსიკაციის მოვლენებს, იცავს გართულებებისგან, რაც საერთო ჯამში აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხს. 

    არსებული სამეცნიერო და პრაქტკული გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია აღვნიშნო, მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციების პრევენციისა და მართვის რუტინაში  „ვირუპროტექტის“ დახმარებით ჯანდაცვის წარმომადგენლები და საზოგადოება შეძლებს  ჯანდაცვაზე რესპირატორული ავადობის ტვირთის შემსუბუქებას. 

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი