ვირუსებთან ბრძოლისას, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, პრევენცია და მეორე მხრივ, მკურნალობის დროულად დაწყება

    სეზონური რესპირატორული ინფექციების გართულებების შედეგად ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება. ვირუპროტექტი წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებას ვირუსების წინააღმდეგ.
    დღევანდელი მონაცემებით,  საქართველოში 20-მდე სხვადასხვა სახეობის ვირუსი ცირკულირებს. ვინ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს, როგორ დავიცვათ თავი, რომ არ დავინფიცირდეთ? რამდენად მნიშვნელოვანია დროულად დაწყებული მკურნალობა ავადობის გახანგრძლივებისა და გართულებების ასარიდებლად?
    აღნიშნულ საკითხებზე გვესაუბრება ექიმი–პულმუნოლოგი, ფთიზიატრი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი,  ბ–ნი კახა ვაჭარაძე.

    • ბატონო კახა, რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ვირუსების გავრცელების თვალსაზრისით და რა სირთულეები ახლავს თან ამ პროცესს?
      ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რესპირატორული დაავადებები: ვირუსული ინფექციები, გრიპი, გაციება, კორონავირუსული ინფექციები გლობალური პრობლემაა და სიკვდილიანობის გამომწვევ დაავადებათა პირველ ხუთეულშია შეტანილი. სამწუხაროდ, გრიპისა და სეზონური ვირუსების გართულებებით ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება. ეს განპირობებულია იმით, რომ ვირუსები, უპირველესად, გრიპის გამომწვევები და კორონავირუსები, ხშირად იცვლიან სტრუქტურას, მუტირებული და სახეშეცვლილი  ვირუსები კი კვლავ აინფიცირებენ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ გრიპის გადატანის შემდეგ, ადამიანს კარგი „იმუნური ბარიერი“, ანუ იმუნიტეტი  რჩება, ახალი, სახეშეცვლილი, მუტირებული ვირუსი მაინც ადვილად აღწევს ორგანიზმში, რადგან ის იმუნური სისტემისათვის ჯერ უცხოა და მის მიმართ ორგანიზმს ჯერ არ აქვს გამომუშავებული ე.წ. დამცველობითი ბარიერი.
    • ბ-ნო კახა, ვინ წარმოადგენს  რისკის ჯგუფს სეზონური ვირუსული რესპირატორული ინფექციების დრო?
      დროული და სათანადო მკურნალობის გარეშე, რესპირატორული ვირუსული ინფექციები ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს შეიძლება გაურთულდეს, თუმცა,  განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს წარმოადგენენ: ბავშვები, მათ შორის ნევროლოგიური პრობლემებით,  60 წელს გადაცილებული ადამიანები, ფილტვის ქრონიკული დაავადების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) მქონე პირები, პაციენტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული პათოლოგიებით – გულის თანდაყოლილი მანკები, გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, დიაბეტიანი, ონკოლოგიური პაციენტები, ორსულები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ასევე მედიცინის მუშაკები, ხალხმრავალ გარემოში მომუშავე და მყოფი პირები, რადგან ხალხმრავალი გარემო  ვირუსების გავრცელების ძირითადი არეალია.
    • ბ-ნო კახა, რა სიმპტომატიკა და  რა გართულებები ახლავს თან სეზონურ რესპირატორულ ინფექციებს?
      დავიწყებ პნევმონიით, რომელიც ხასიათდება ფილტვების ანთებითა და ინფექციით, რომლის დროსაც შეიძლება განვითარდეს  სუნთქვის გაძნელება, ხველა და გულმკერდის ტკივილი. ბრონქიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი ხველა, გულმკერდში დისკომფორტი და სუნთქვის გაძნელება. მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS), სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მძიმე სუნთქვის უკმარისობის სწრაფი დაწყებით, რაც  ინტენსიურ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.პირებს, რომლებსაც აქვთ ადრე არსებული რესპირატორული დაავადებები, როგორიცაა ასთმა, ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD),  შეიძლება განიცადონ სიმპტომების გაუარესება. რესპირატორული ვირუსულ ინფექციები ასუსტებს იმუნურ სისტემას და აზიანებს სასუნთქი გზების ეპითელიუმს, რის შემდეგაც შესაძლოა გააქტიურდეს ბაქტერიული ინფექცია და განვითარდეს ბაქტერიული პნევმონია. ვირუსული ინფექციის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ყურისა და წიაღების  ინფექციები. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ნევროლოგიური გართულებები: ზოგიერთი რესპირატორული ვირუსი დაკავშირებულია ნევროლოგიურ გართულებებთან, როგორიცაა ენცეფალიტი, ან მენინგიტი. მძიმე შემთხვევებში კი  გრძელვადიანი ნევროლოგიური დაზიანებებიც კი შეიძლება განვითარდეს..  ზოგიერთ ადამიანს ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ, შესაძლოა ხანგრძლივი დაღლილობა და სისუსტე განუვითარდეს , რაც მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.

    • ბ-ნო კახა, რას ურჩევდით მოსახლეობას ვირუსების შეხვედრისა და გართულებებისგან თავის დასაცავად?
      ვირუსებთან ბრძოლისას, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, პრევენცია და მეორე მხრივ, მკურნალობის დროულად დაწყება გართულებების თავიდან ასარიდებლად. პრევენციისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ შორის ხელების ხშირი დაბანა, პირბადის ტარება ხალხმრავალ გარემოში, დაავადებულთან კონტაქტის თავიდან არიდება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ოთახის ხშირი განიავება  თუ სხვა. რაც შეეხება გართულებებისგან დაცვას, ამ მხრივ დროულად დაწყებულ მკურნალობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. როგორც კი იწყება გრიპისა და გაციების სიმპტომები, საჭიროა მყისიერი რეაგირება. სიმპტომების გამოვლენის პირველივე წუთებიდან სათანადო ღონისძიებებს უნდა მივმართოთ, რათა პროცესი გამარტივდეს და არ გართულდეს.
      რადგან პრევენცია და დროული მკურნალობა ვახსენე, აუცილებლად მინდა, გითხრათ ჩემი გამოცდილება ბრენდ „ვირუპროტექტზე“, რომელიც მეორე წელია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოვიდა და  ბევრი ადამიანი გადაარჩინა როგორც ვირუსის შეხვედრის, ასევე ვირუსული ინფექციების გართულებისგან. „ვირუპროტექტზე“  სამედიცინო საზოგადოებას ბევრად ადრე გვქონდა ინფორმაცია, დიდხანს ველოდით და ძალიან დადებითად შევხვდით მის  შემოსვლას საქართველოში.
    • ბ-ნო კახა, გთხოვთ, დეტალურად რომ გვითხრათ, რას წარმოადგენს  და რა დროს გამოიყენება „ვირუპროტექტი“?
      „ვირუპროტექტი“ გახლავთ ვირუსების საწინააღმდეგო ორალური სპრეი, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებას ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. „ვირუპროტექტის“ განსაკუთრებულობას მისი შემადგენლობა განაპირობებს. შეიცავს გლიცერინსა და ტრიფსინს.  გლიცერინი ატენიანებს ყელის ლორწოვანს, ადგილობრივად ქმნის  ოსმოსურ ბარიერს, მარტივად რომ ვთქვათ ქმნის „დამცავ ფარს“  ჩვენსა და ვირუსებს შორის, რითაც ბლოკავს ვირუსის შეღწევას ყელის ლორწოვანში (ვირუსის შეჭრის პირველადი ადგილი). რაც შეეხება ტრიფსინს, ის გახლავთ პროტეოლიზური (ცილის დამშლელი) ფერმენტი,  რომელიც შლის ვირუსის ცილოვან გარსს, თრგუნავს მის გამრავლებას და უზრუნველყოფს მის გამოდევნას ორგანიზმიდან. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრიფსინის ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რის გამოც „ვირუპროტექტი“ გრიპისა და გაციების დროს სწრაფად ხსნის შემაწუხებელ სიმპტომებს, როგორიცაა ყელის ტკივილი, შეშუპება, სურდო, შემცივნება თუ სხვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვირუპროტექტი  გამოიყენება როგორც ვირუსებისგან დასაცავად,  ასევე გრიპისა და გაციებისას წარმოადგენს სასწრაფო დახმარებას სიმპტომების შემსუბუქების, ავადობის ხანგრძლივობის შემცირებისა და გართულებების ასარიდებლად.
      მართალია, ვირუპროტექტი მეორე წელია საქართველოშია, თუმცა ბრენდი 13 წელია წარმოდგენილია მსოფლიოს 32 ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში გრიპისა და გაციების კატეგორიაში ერთ-ერთი ბესტსელერი პროდუქტია. ვირუპროტექტის სანდოობასა და ეფექტიანობას ადასტურებს და ამყარებს  124 კლინიკო – ლაბორატორიული კვლევა, რაც როგორც ჩვენთვის – მედიკოსებისთვის, ასევე პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

    • ბ-ნო კახა, გთხოვთ დეტალურად გვითხრათ „ვირუპროტექტის“ გამოყენებისა და დოზირების შესახებ, როგორ გამოიყენება ის პრევენციისა და მკურნალობისას?
      „ვირუპროტექტის“ დოზირება განსხვავებულია პრევენციისა და უკვე არსებული ავადობის მიმართულებით.
      მოგეხსენებათ, ვირუსების გავრცელებისთვის ხელსაყრელია ხალხმრავალი გარემო: სასწავლო დაწესებულებები, ოფისები, სავაჭრო ცენტრები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ სხვა. ვირუსებისაგან დასაცავად, რეკომენდებულია „ვირუპროტექტის“  ორალური სპრეის 2 შესხურება ყელის არეში ხალხმრავალ გარემოში მოხვედრამდე 15 წუთით ადრე და ლოკაციის დატოვების შემდეგ. ძალიან მოსახერხებელი შეფუთვა და ფლაკონის ჰიგიენური დამცავი კომფორტულია ნებისმიერ სიტუაციაში სატარებლად. თუ ვირუსებისგან დაცვა გვესაჭიროება  ინფიცირებულთან კონტაქტისას, რეკომენდებულია „ვირუპროტექტის“ 2-2 შესხურება 2 საათში ერთხელ, 1 დღის მანძილზე.
      თუ უკვე ავად არის ადამიანი და დაეწყო გრიპისა და გაციების სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი, სურდო, შემცივნება თუ სხვა, ამ დროს რეკომენდებულია 2-2 შესხურება 2 საათში ერთხელ, არაუმეტეს 6 შესხურებისა დღეში. ამ დროს „ვირუპროტექტი“ ბლოკავს უკვე შეჭრილი ვირუსის გამრავლებას ქვედა სასუნთქ გზებში, სწრაფად ხსნის ყელის ტკივილსა და სხვა შემაწუხებელ სიმპტომებს., ამცირებს ავადობის ხანგრძლივობას და გვიცავს გართულებებისაგან. ავადობისას განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია, რომ სპრეის გამოყენება მოხდეს პირველივე ნიშნებისას, სწრაფი ეფექტისა და გართულებების თავიდან ასარიდებლად.
      ორალური სპრეის შესხურების შემდეგ 15 წუთის მანძილზე  არ არის რეკომენდებული წყლისა და საკვების მიღება, რათა ეფექტი შენარჩუნდეს ხანგრძლივად.
      „ვირუპროტექტის“ გამოყენება უსაფრთხო და რეკომენდებულია 4 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. დღეისათვის თამამად შემიძლია გითხრათ, რომ „ვირუპროტექტი“ უკვე დიდი ნდობით სარგებლობს როგორც სამედიცინო საზოგადოებაში, ასევე მოსახლეობაში. ბრენდმა  ნამდვილად გაამართლა ჩვენი მოლოდინები და მჯერა, რომ ბევრი ბავშვი, მოზარდი, თუ ზრდასრული ადამიანი „გადარჩება“ ვირუსების შეხვედრისა და გართულებებისაგან, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის.

     

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი