ვის ეძღვნება დემი ლოვატოს ახალი ჰიტი ,,Still Have Me“?

    დემი ლოვატო საქმროსთან, მაქს ერიხთან განშორებას მუსიკალური კლიპის საშუალებით გამოხატავს. სავარაუდოდ, წყვილის ურთიერთობა ერიხის გამო დაინგრა, რადგან მას ლოვატოს მიმართ სერიოზული გეგმები არ ჰქონია. მათ ნიშნობა დაშორებამდე ორი თვით ადრე ჰქონდათ – მზის ჩასვლისას, რომანტიულ გარემოში.

    მიუხედავად იმისა, რომ დაშორებასთან დაკავშირებით მომღერალს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, სოციალურ მედიაში ახალ სიმღერას შემდეგი წარწერა გაუკეთა: ,,მუსიკა, ყოველთვის ჩემთან არის.“

    ამ დროისთვის, სიმღერა მხოლოდ მომღერლის ინსტაგრამისა და ტვიტერის გვერდზეა ხელმისაწვდომი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი