ვის ჰგავს დეიზი ბლუმი?

    ქეთი პერისა და ორლანდო ბლუმს 26 აგვისტოს ქალიშვილი, დეიზი დავ ბლუმი შეეძინათ. ორლანდო დეჯენერესის შოუში იყო მიწვეული სადაც ქალიშვილზე და მეუღლეზე ილაპარაკა. წამყვანმა აღნიშნა, რომ ქეითიმ მას გოგონას ფოტო გაუგზავნა, სადაც პატარა დედიკოს ასლია და ისინი განსაკუთრებით თვალებით ჰგვანან ერთმანეთს.

    ,,როდესაც პირველად დავინახე, აღვნიშნე, რომ პატარა მე ვიყავი! თუმცა, მოგვიანებით ძალიან დაემსგავსა დედამისს, თვალები ქეითის ფერის გაუხდა, რაც შესანიშნავია. დეიზი არაჩვეულებრივი ბავშვია. საბედნიეროდ ღამის 9 საათზე იძინებს და დილის 6-7 საათამდე სძინავს “ – განაცხადა ორლანდო ბლუმმა.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი