ვიტაფეროლი მომხმარებლის რჩეული #1 D ვიტამინია საქართველოში

    სა­ქარ­თვე­ლო­ში #1 D ვი­ტა­მი­ნის სტა­ტუსს „ვი­ტა­ფე­რო­ლი“ 2016 წლი­დან ფლობს, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ო­ნა­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ და მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას ადას­ტუ­რებს ქვეყ­ნის ყვე­ლა წამ­ყვა­ნი ექი­მი. წელს, ბრენდმა კი­დევ უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია და ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ და გავ­ლე­ნი­ან ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, D ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებ­ში, მთა­ვა­რი ჯილ­დო „ოქ­როს ბრენ­დი“ მი­ი­ღო. ოქ­როს ბრენ­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ აკა­დე­მი­უ­რი სექ­ტო­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, კერ­ძო და სა­ჯა­რო სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მო­კი­თხვა ტარ­დე­ბა მომ­ხმა­რებ­ლებ­ში. ნო­მერ პირ­ველ ოქ­როს ბრენ­დად „ვი­ტა­ფე­რო­ლი“ სწო­რედ მათ და­ა­სა­ხე­ლეს, მისი ცნო­ბა­დო­ბის, ხა­რის­ხი­სა და მარ­კე­ტინ­გუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. „ვი­ტა­ფე­რო­ლი“ ერ­თა­დერ­თი სუფ­თა სა­ხის D ვი­ტა­მი­ა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია და 𝐃 ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის პრე­ვენ­ცი­ა­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა. ბრენ­დს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „არ­ტფარ­მა“ წარ­მო­ად­გენს.

    „ვი­ტა­ფე­რო­ლის და­ნერგვი­სას, ჩვენ ვა­წარ­მო­ეთ აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია D ვი­ტა­მი­ნის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ და კამ­პა­ნია მივ­მარ­თეთ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, „მზის“ ვი­ტა­მი­ნის ფუნ­ქცი­ე­ბი­სა და და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნის­კენ. დაგ­ვეხ­მარ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი და ექი­მე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე მი­ტა­ნა და გა­ზი­ა­რე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენ, ერ­თობ­ლი­ვად, პირ­ვე­ლებ­მა ჩა­ვუ­ყა­რეთ სა­ფუძ­ვე­ლი D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბის პრე­ვენ­ცი­ის კულ­ტუ­რის და­ნერგვა­სა და ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. შე­დე­გად, დღეს ჩვენ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა კარ­გად იცის, რო­გორ გა­იძ­ლი­ე­როს იმუ­ნი­ტე­ტი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბა, იზ­რუ­ნოს სი­ლა­მა­ზე­ზე, იყოს ენერ­გი­უ­ლი და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი.

    ვი­ტა­ფე­რო­ლი დღეს მომ­ხმა­რებ­ლის რჩე­უ­ლი ოქ­როს ბრენ­დია, რაც ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მას ასა­ხე­ლებს და ირ­ჩევს #1 D ვი­ტა­მი­ნად, ან­დობს თავს და ოჯა­ხის წევ­რებს. ბრენ­დის პო­ზი­ცი­ე­ბი და დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა მწარ­მო­ებ­ლის­თვი­საც – Walmark-ი ევ­რო­პა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი, ლი­დე­რი კომ­პა­ნი­აა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. „არ­ტფარ­მას“ პორ­ტფო­ლი­ო­ში ვალ­მარ­კის ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ბრენ­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში „ვი­ტა­ფე­რო­ლი­ვით“ მა­ღა­ლი ნდო­ბი­თა და ლო­ი­ა­ლუ­რო­ბით სარ­გებ­ლობს, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, „მარ­სი­ან­ჩი­კი“, ვი­ა­დერ­მი“, „ბი­ოპ­რო­ნი“, „ართროს­ტო­პი“ და სხვა.

    ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის კულ­ტუ­რას და­არ­სე­ბის დღი­დან ვაღ­ვი­ვებთ და ვფიქ­რობ, დღეს, ყვე­ლამ უკვე იცის ხა­რის­ხი­ა­ნი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, ბავ­შვე­ბის ჯან­სა­ღი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მნის­თვის. სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ბა­ზა­რი გახ­და და ჩვენც გვეძ­ლე­ვა მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ ცნო­ბი­ლი ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დე­ბი, რისი შე­ძე­ნაც, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ სა­ზღვარ­გა­რეთ შეგ­ვეძ­ლო. მა­გა­ლი­თად, „არ­ტფარ­მამ“ გა­სულ წელს წა­რად­გი­ნა ვირუ­სე­ბი­სა და გა­ცი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ორა­ლუ­რი სპრეი „ვირუპ­რო­ტექ­ტი“, დრო­ში და 30 ქვე­ყა­ნა­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოც­დი­ლი ბრენ­დი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ხალ­მხრა­ვალ გა­რე­მო­შიც კი გვი­ცავს ვირუ­სე­ბის­გან და გა­ცი­ე­ბის დროს, გვეხ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ვუბ­რუნ­დეთ ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბის რიტმს. სულ ცოტა ხნის წინ კი, კი­დევ ერთხელ გა­ვა­ხა­რეთ მომ­ხმა­რე­ბე­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვაბ­რუ­ნეთ ცნო­ბი­ლი „ვიტ­რუ­მის“ ვი­ტა­მი­ნე­ბი, რო­მელ­ზეც წლე­ბის წინ ვიზ­რდე­ბო­დით და ყვე­ლას გვახ­სოვს. „ვიტ­რუ­მი“ გერ­მა­ნუ­ლი ხა­რის­ხით და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტით ყვე­ლა სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­შია“, – აღ­ნიშ­ნავს „არ­ტფარ­მას“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლიკა ლობ­ჟა­ნი­ძე.

    ოქ­როს ბრენ­დი „ვი­ტა­ფე­რო­ლი“ გათ­ვლი­ლია ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რზე და წარ­მოდ­გე­ნი­ლია ორი ფორ­მით: “ვი­ტა­ფე­რო­ლი ემულ­სია” 0 თვი­დან და “ვი­ტა­ფე­რო­ლი მეგა D3” 12 წლი­დან. „ვი­ტა­ფე­რო­ლი ემულ­სია – წვე­თე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის“ D ვი­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლი პირ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დო­ზა­ტო­რით, იძ­ლე­ვა დო­ზის ზუს­ტი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გან­სა­ზღვრის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. „ვი­ტა­ფე­რო­ლი მეგა D3 – კაფ­სუ­ლე­ბი უფ­რო­სე­ბის­თვის“, პირ­ვე­ლი და ამ დრო­ის­თვის ერ­თა­დერ­თი ემულ­სი­რე­ბუ­ლი D ვი­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლი სოფთ-გე­ლია. მისი ინო­ვა­ცი­უ­რი კაფ­სუ­ლა გას­ტრო­რე­ზის­ტენ­ტუ­ლია, რაც ნიშ­ნავს, რომ მისი მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია გას­ტრო­ინ­ტეს­ტი­ნა­ლუ­რი (კუჭ-ნაწ­ლა­ვის) ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვი­საც.

    „ვი­ტა­ფე­რო­ლი“, გარ­და იმი­სა, რომ პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი სუფ­თა სა­ხის D ვი­ტა­მი­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მო­წო­დე­ბუ­ლია ემულ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ფორ­მით, რაც ნიშ­ნავს, რომ მას ორ­გა­ნიზ­მი სრუ­ლად, და­ნა­კარ­გის გა­რე­შე ით­ვი­სებს. შე­სა­ბა­მი­სად, იძ­ლე­ვა სწრაფ და ხან­გრძლივ თე­რა­პი­ულ ეფექტს.

    მომ­ხმა­რე­ბე­ლი „ვი­ტა­ფე­რო­ლის“ ორი­ვე ფორ­მას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ნე­ბის­მი­ერ სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში შე­ი­ძენს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი