ფიქრობთ, რომ ზაფხულში D ვიტამინი აღარ გჭირდებათ? სწორედ აქ ცდებით

    ზაფხულის დადგომასთან ერთად, ბევრს გვიჩნდება ერთი და იგივე აზრი – „ახლა ხომ მზეა, D ვიტამინი აღარ მჭირდება“. სწორედ ამიტომ, უამრავი ადამიანი ამ სეზონზე წყვეტს D ვიტამინის მიღებას და მას მხოლოდ შემოდგომაზე ან ზამთარში უბრუნდება. თუმცა, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია D ვიტამინის შესახებ.

    მართალია, D ვიტამინი კანში მზის ულტრაიისფერი UVB სხივების ზემოქმედებით გამომუშავდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ზაფხულში ორგანიზმი მის საჭირო რაოდენობას ავტომატურად იღებს. სინამდვილეში, კვლევები აჩვენებს, რომ D ვიტამინის დეფიციტი ზაფხულის თვეებშიც საკმაოდ ხშირია.

    რატომ არ გვყოფნის მზე?

    ერთი შეხედვით, პასუხი მარტივია – ზაფხულში მზეზე ბევრ დროს ვატარებთ. რეალობა კი ცოტა განსხვავებულია. პირველ რიგში, კანის ჯანმრთელობის დასაცავად, დერმატოლოგები გვირჩევენ ყოველდღიურად გამოვიყენოთ SPF მზისგან დამცავი საშუალება. ეს აუცილებელია, რადგან ის იცავს კანს მზის დამწვრობისგან, ნაადრევი დაბერებისგან, პიგმენტური ლაქებისა და კანის კიბოს განვითარების რისკისგან.

    თუმცა, SPF-ს კიდევ ერთი თვისება აქვს – ის ამცირებს სწორედ იმ UVB სხივების ზემოქმედებას, რომლებიც კანში D ვიტამინის წარმოქმნას უწყობს ხელს. ანუ, ჩვენ სწორად ვიცავთ კანს, მაგრამ ამავე დროს, ორგანიზმი ნაკლებ D ვიტამინს გამოიმუშავებს.

    კიდევ ერთი მიზეზი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესია. D ვიტამინის სინთეზისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო დაახლოებით, 11:00-დან 15:00 საათამდეა. სწორედ ამ პერიოდში კი უმეტესობა სამსახურში, ოფისში, სახლში ან ავტომობილში იმყოფება და არა მზის პირდაპირ სხივებზე. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ზაფხულია, ორგანიზმს D ვიტამინის მარაგის შევსება ხშირად მაინც უჭირს.

    რატომ არის D ვიტამინი მნიშვნელოვანი მთელი წლის განმავლობაში?

    D ვიტამინი მხოლოდ ძვლების ჯანმრთელობას არ უკავშირდება. ის მონაწილეობს:

    • იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში;
    • კალციუმისა და ფოსფორის ათვისებაში;
    • ძვლებისა და კბილების სიმტკიცის შენარჩუნებაში;
    • კუნთების ნორმალურ მუშაობაში
    • ენერგიისა და შრომისუნარიანობის მხარდაჭერაში;

    სწორედ ამიტომ, სპეციალისტები D ვიტამინის მიღებას მხოლოდ ზამთრის ვიტამინად აღარ განიხილავენ. საჭიროების შემთხვევაში, მისი მიღება მთელი წლის განმავლობაში რეკომენდებულია.

    რატომ ირჩევენ მომხმარებლები „ვიტაფეროლს“?

    როდესაც D ვიტამინის არჩევაზე მიდგება საქმე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დოზა, არამედ მისი ხარისხიც.

    „ვიტაფეროლი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი D ვიტამინია. მას ენდობიან როგორც ექიმები, ისე ათასობით მომხმარებელი, რასაც ადასტურებს ფაქტი, რომ ვიტაფეროლი მეოთხედ გახდა „ოქროს ბრენდის“ მფლობელი D ვიტამინის კატეგორიაში.

    ევროპული სტანდარტებით წარმოებული „ვიტაფეროლი“ გამოირჩევა სუფთა ფორმულითა და მაღალი ბიოათვისებით, რაც ორგანიზმს D ვიტამინის დეფიციტის ეფექტურად შევსებაში ეხმარება.

    პროდუქტი ხელმისაწვდომია როგორც წვეთების, ისე კაფსულების ფორმით, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენი ასაკისა და საჭიროების მიხედვით შეარჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა და ზუსტად დაიცვათ რეკომენდებული დღიური დოზა.

    ზაფხულში D ვიტამინის მიღება არ შეწყვიტოთ!

    ზაფხული საუკეთესო დროა დასვენებისთვის, მოგზაურობისა და მზიანი დღეებით ტკბობისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზმს D ვიტამინი აღარ სჭირდება.

    პირიქით, სწორედ იმ პირობებში, როდესაც კანს SPF-ით ვიცავთ, დღის ყველაზე მზიან საათებს შენობაში ვატარებთ და მზის პირდაპირ სხივებს ვერიდებით, D ვიტამინის მიღება განსაკუთრებით აქტუალური ხდება.

    თუ გსურთ, მთელი ზაფხულის განმავლობაში შეინარჩუნოთ ენერგია, მხარი დაუჭიროთ იმუნურ სისტემას და ორგანიზმს არ შეუქმნათ D ვიტამინის დეფიციტი, ნუ შეწყვეტთ მის მიღებას მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ მზეა.

    „ვიტაფეროლი“ კი შეიძლება, გახდეს თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მთელი წლის განმავლობაში.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი