ვიტამინებისა და მინერალების როლი ენდოკრინოლოგის ყოველდღიურ პრაქტიკაში – ვიტრუმი გერმანული ხარისხი, გარანტირებული შედეგი!

    ვიტამინებისა და მინერალების საკვები დანამატების სახით მიღება დღითი–დღე მეტად აქტუალური ხდება. მედიკოსები აქცენტს ისეთი საკვები დანამატების მიღებაზე აკეთებენ, რომლებიც გამოირჩევა მაღალი სანდოობით, ეფექტურობისა და უსაფრთხოების გარანტიებით, მწარმოებლის რეპუტაციით. სწორედ ასეთ ვიტამინებისა და მინერალების შემცველ ბრენდს წარმოადგენს, დროში გამოცდილი „ვიტრუმი“.

    „ვიტრუმის“ ვიტამინებს ქართველი მომხმარებელი 25 წელია იცნობს, მასზე თაობები გაიზარდა. მას შემდეგ „ვიტრუმის“ ბრენდის ხაზი კიდევ უფრო გაფართოვდა და დღეს აერთიანებს, როგორც ვიტამინების კომპლექსებს ბავშვებისა და უფროსებისთვის, ასევე მონოკომპონენტურ დანამატებსაც. D ვიტამინის ფართო გამოყენების საჭიროებიდან გამომდინარე, გვთავაზობს D ვიტამინების მრავალფეროვანი არჩევანსაც, იმისთვის რომ მომხმარებელმა შეძლოს მის საჭიროებაზე მორგებული ვიტრუმის D ვიტამინის შერჩევა. ბრენდი გერმანული ხარისხით იწარმოება და აქცენტს გარანტირებულ შედეგზე აკეთებს.  

    ჩვენი ორგანიზმისთვის ვიტამინებისა და მინერალების როლზე და ენდოკრინოლოგიაში მათ მნიშვნელობაზე საუბრობს 

    ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანი. 

    • ქ–ნო ქეთევან, უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ, გვითხრათ ზოგადად ვიტამინებისა და მინერალების შესახებ, რა დანიშნულება აქვთ მათ ჩვენი ორგანიზმისთვის?

    ვიტამინები და მინერალები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნუტრიენეტებია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ხშირ შემთხვევაში ვერ გამოიმუშავებს და ვღებულობთ საკვების და მისი გარდაქმნის პროცესის ან  საკვები დანამატის სახით. თითოეული ვიტამინი და მინერალი ასრულებს სპეციფიკურ როლს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესში; ასე, მაგალითად, მეტაბოლიზმი, იმუნური ფუნქცია, ძვლების სიმტკიცე, ნერვული ფუნქცია და ა შ. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღი კანის, თმისა და ფრჩხილების შენარჩუნებას, კოგნიტურ ფუნქციას, ასევე, ორგანიზმის ქსოვილების აღდგენასა და შენარჩუნებას. ზოგიერთ ვიტამინს და მინერალს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებებიც: C, E ვიტამინი,B ჯგუფის ვიტამინები,  თუთია, სელენიუმი იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან. ამ ანტიოქსიდანტურმა მოქმედებამ შეიძლება შეამციროს ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, შაქრიანი დიაბეტი და სხვ.  რიგი ვიტამინები და მინერალები მონაწილეობს საკვების ენერგიად გარდაქმნის პროცესში. ასე, მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინები გადამწყვეტ როლს თამაშობს ენერგიის მეტაბოლიზმში, რაც ხელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ენერგიად გარდაქმნას.  

    გარკვეული ვიტამინები და მინერალები, როგორიცაა, ვიტამინი C, ვიტამინი D და თუთია ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც ორგანიზმს უფრო გამძლეს ხდის სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადებების მიმართ. აღსანიშნავია ნუტრიენტების როლი ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნების საქმეში. ისეთი მინერალები, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი და ვიტამინი D, აუცილებელია ძლიერი და ჯანსაღი ძვლების შესანარჩუნებლად. ამ საკვები ნივთიერებების შესაბამისი დოზით მიღება გადამწყვეტია ისეთი დაავადებების პრევენციისთვის, როგორიცაა ოსტეოპოროზი და ძვლის მოტეხილობა. ეს განსაკუთრებით ასაკთან ერთად იჩენს თავს. ზოგიერთი ვიტამინი და მინერალი, როგორიცაა ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, კალიუმი და მაგნიუმი დიდ როლს თამაშობს გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ასევე არეგულირებს არტერიულ წნევას, ამცირებს ანთებას. 

     ვიტამინები და მინერალები შეუცვლელია ჩვენი ჯანმრთელი ცხოვრებისათვის.

    • ქ–ნო ქეთევან, რატომ გაიზარდა 21-ე საუკუნეში მოთხოვნა ვიტამინებისა და მინერალების საკვები დანამატების სახით მიღებაზე?

    21-ე საუკუნეში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ვიტამინებისა და მინერალების შემცველ საკვებ დანამატებზე. ჩვენ, მედიკოსებს ხშირად გვიწევს შესაბამისი საკვები დანამატების ჩართვა სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას. ვიტამინებსა და მინერალებზე გაზრდილი მოთხოვნა  განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა, კერძოდ, კვებისმიერი ფაქტორი, მალნუტრიცია, დაბინძურებული ნიადაგი, რის გამოც ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულსა, თუ  სხვა საკვებ პროდუქტში მკვეთრად შემცირებულია ღირებული საკვები ნივთიერებები. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ე.წ. „ობეზოგენურ“, ანუ სიმსუქნის განვითარების ხელშემწყობ გარემოში. მიუხედავად მედიკოსების რჩევისა, საკვებ პროდუქტებში ჭარბობს ე.წ. ტრანსცხიმები, მარტივი ნახშირწყლებით მდიდარი საკვები. ხშირად ადამიანები მიირთმევენ  ე.წ. გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, ასევე, ე.წ. “ფასთფუდებს“, რაც თავის მხრივ, აღრმავებს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს. უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე 21-ე საუკუნეში ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი, გაზრდილი სტრესული გარემო, რა დროსაც  ძლიერდება ორგანიზმში არსებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების მოხმარება, რომლებიც მონაწილეობენ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებაში. დაბინძურებული გარემო და გარემოს ტოქსინების ზემოქმედება კი აძლიერებს ორგანიზმში ოქსიდაციურ სტრესს და  ზრდის ასევე ისეთ ანტიოქსიდანტ ვიტამინებსა და მინერალებზე მოთხოვნას, როგორიცაა ვიტამინი D, C, E, B ჯგუფის ვიტამინები, თუთია, სელენიუმი და ა შ. 

    • ქ–ნო ქეთევან, საინტერესოა  თქვენი, როგორც ენდოკრინოლოგის პრაქტიკაში რა ხდება, გარდა ზოგადი საჭიროებისა, რატომ არის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების შემცვლელი საკვები დანამატების მოთხოვნა? 

    როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვიტამინები და მინერალები გადამწყვეტ როლს თამაშობს ენდოკრინული დაავადებების მართვის ყოველდღიურ პრაქტიკაში. ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში,  ჰორმონების სინთეზში და მათი აქტივობის რეგულირებაში. ამიტომ ენდოკრინოლოგიაში, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის განსაზღვრა და მართვა გადამწყვეტია ჰორმონების ბალანსის შენარჩუნების საქმეში ენდოკრინული დარღვევების მართვისა და ზოგადად ჯანმრთელობის ხელშეწყობის საქმეში.  ისეთი დაავადებების შემთხვევაში როგორიცაა ჭარბი წონა/სიმსუქნე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი ან ჰიპერტენზია, შესაძლოა შეიცვალოს საკვები ნივთიერებების მეტაბოლიზმი. ენდოკრინოპათიები ქრონიკული პრობლემებია, რომელსაც  თან ერთვის კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები,   დარღვეულია სხვადასხვა ნუტრიენტის მეტაბოლიზმი და ათვისება.  ამიტომ პაციენტს ხშირად უწევს სხვადასხვა მედიკამენტის მიღება, რაც კიდევ უფრო ართულებს ვიტამინებისა და მინერალების ათვისების პროცესს.  ასეთ  დროს ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ზუსტად განისაზღვროს, რომელი ვიტამინი, თუ მინერალი, რა დოზით  ესაჭიროება პაციენტს და მეორე მხრივ, აუცილებლად ყურადღება უნდა გამახვილდეს საკვები დანამატის ხარისხზე, სისუფთავეზე, უსაფრთხოებაზე, ეფექტიანობაზე და მწარმოებელზე.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლად გამოვყოფდი „ვიტრუმს“, მის გერმანულ ხარისხს, უსაფრთხოებას, ეფექტიანობას და, რაც მთავარია, მრავალწლიან გამოცდილებასა და სანდოობას. ასევე იმ ფაქტს, რომ კონკრეტულ ასაკობრივ კატეგორიასა და საჭიროებაზე მორგებული „ვიტრუმი“ იძლევა არჩევანის საშუალებას. ეს უკანასკნელი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, კლინიცისტებისათვის, ასევე პაციენტებისათვის.  

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი