“წარმატებულ ქალთა კლუბის” მორიგი შეხვედრა ჯანმრთელობაზე ზრუნვის თემას მიეძღვნა

    „წარმატებულ ქალთა კლუბის“ ინიციტივით მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად, შეხვედრის თემა ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო და მასში სხვადასხვა სფეროს წარმატებული ქალბატონები მონაწილეობდნენ. შეხვედრა „ღია ლანჩის“ ფორმატში ჩატარდა, რამაც ხელი შეუწყო მთავრი თემის სიღრმისეულ განხილვას.

    ღონისძიება ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ მხარდაჭერით მოეწყო. კომპანიის წარმომადგენლებმა ყველა სტუმარს სპეციალური საჩუქრები: „ვიადერმის“ სილამაზის კაფსულები და „ვარიქსინალის“ კომპლექტი გადასცეს.

    შეხვედრის მასპინძელმა და კლუბის წევრმა, მეან–გინეკოლოგმა ეკატერინე ისაკიდმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სილამაზის, კარგი განწყობისა და წარმატების საწინდარია. თუ როგორ ვიზრუნოთ საკუთრ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულის პერიოდში ხდება, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღლა იწევს. ამას ემატება არასწორი კვება, სტრესი და არაჯანსაღი გარემო.

    შეხვედრის საპატიო სტუმარმა, ენდოკრინოლოგმა მაია ხუბუამ და მოწვეულმა სტუმარმა, მოდელმა ლალი ტოტიკაშვილმა აღნიშნული საკითხის გარშემო ვრცლად ისაუბრეს და კლუბის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. აღინიშნა, რომ დღეს მნიშვნელოვანია არ მხოლოდ სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი, არამედ ორგანიზმისათვის საჭიროა ნუტრიკოსმეტიკა, რომელიც შიგნიდან ზრუნავს ქალის სილამაზეზე და დაბერების პროცესს ანელებს.

    ,,დღეს, ქალები ერთგვარი გამოწვევის წინაშე დგანან და ცდილობენ საკუთარი და ოჯახის ჯანმრთელობაზე იზრუნონ, თუმცა ხშირ შემთხვევაში არ აქვთ საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი კი სწორედ ამ საკითხებს დაეთომო. კლუბი ცდილობს სხვადასხვა აქტუალური თემის გარშემო, ერთ სივრცეში უმასპინძლოს წარმატებულ და საინტერესო ქალბატონებს და უფრო განავითაროს ეს პლატფორმა’’- განაცხადა კლუბის დამფუძვნებელმა ლელა წითლანაძემ.

    „წარმატებულ ქალთა კლუბი“ „დეილ კარნეგის ცენტრის“ ინიციატივით დაფუძვნდა და დარგის წარმატებულ და ლიდერ ქალბატონებს ერთ სივრცეში აერთიანებს. კლუბი რამდენიმე თვეა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტს და ცდილობს, მისი საქმიანობა უფრო ფართო და მასშტაბური გახადოს. სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად, კლუბში იგეგმება შეხვედრები არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

       

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი