წლები მხოლოდ ციფრებია – ჯენიფერ ლოპესი 50 წლის გახდა!

    დღეს ჯენიფერ ლოპესი იუბილარია! მომღერალი 50 წლის გახდა და არაჩვეულებრივ ფორმაშია. ბოლო წლების განმავლობაში ის კიდევ უფრო დამშვენდა და დაამტკიცა, რომ წლები მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი. მთავარია როგორ უვლი თავს!

    ალექს როდრიგესმა (საქმრომ), მას ასე მიულოცა: “გოგონა, გილოცავ დაბადების დღეს! მას შემდეგ რაც ერთად ვართ, ყოველი დღე ჩემი დაბადების დღე მგონია. მადლობა ასეთი ენერგიისთვის, ვნებისთვის, ინსპირაციისთვის და მიზნისთვის, რომ იყო ყველაფერში საუკეთესო.”

    გუშინ მომღერალმა ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით “ხვალ ჩემი დაბადების დღეა.”

     

    როგორ დაიწყო ყველაფერი? ლოპესმა “საოცნებო როლი” 1997 წელს მიიღო და ითამაშა ფილმში “სელენა,” რამაც მისი ცხოვრება შეცვალა და გახდა პირველი ლათინოამერიკელი ქალი, რომელმაც ერთი როლით მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამას მოჰყვა ფილმები Anaconda, U Turn და Out of Sight.

    2000-იანი წლები საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მისთვის. 2001 წელს ჯელოს პირველი სიმღერა (Love Don’t Cost a Thing) და ახალი ფილმი (ქორწილების ორგანიზატორი) ერთდროულად გამოვიდა.

    რაც შეეხება პირად ცხოვრებას, კარიერის დასაწყისში ჯენიფერს შავკანი მეგობარი მამაკაცი, Sean P. Diddy ჰყავდა. მოგვიანებით დაქორწინდა მოცეკვავე კრის ჯადზე. კრისთან გაშორების შემდეგ ჯერ ბენ აფლეკზე, შემდეგ კი მარკ ენტონიზე იქორწინა. მომღერალს მცირეხნიანი რომანი ჰქონდა მოცეკვავე კასპერ სმარტთანაც და მას ღალატის გამო დაშორდა.

    მისი ამჟამინდელი სიყვარული 43 წლის ალექს როდრიგესია. ჯენიფერი და ალექსი დანიშნულები არიან და მალე დაქორწინდებიან კიდეც.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი